ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სასკოლო სახელმძღვანელოების დისტრიბუტორებთან მემორანდუმი გაფორმდა

30 აგვისტომდე ყველა დიდ ქალაქში სასკოლო სახელმძღვანელოების ბაზრობები გაიმართება და წიგნის მაღაზიები მოეწყობა. შესაბამის მემორანდუმს რამდენიმე დისტრიბუტორ ორგანიზაციასთან  ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერეთელაძემ მოაწერა.

მემორანდუმი სოციალური ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების  გათვალისწინებით გაფორმდა. დისტრიბუტორებმა  სასკოლო სახელმძღვანელოების ბაზრობებისა და წიგნის მაღაზიების მოწყობა 2011 წლის 30 აგვისტომდე თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, თელავსა და გორში უნდა უზრუნველყონ. გრიფირებული სახელმძღვანელოს ფასი 10 ლარზე მეტი არ იქნება.

საინფორმაციო პლაკატები, თუ სად გაიყიდება სასკოლო წიგნები 1 სექტემბრიდან საქართველოს მასშტაბით, ყველა სკოლაში განთავსდება. ბაზრობებისა და მაღაზიების მისამართები ასევე დაიდება სამინისტროს ოფიციალურ საიტზე www.mes.gov.ge და სამინისტროს facebook-ის ოფიციალურ გვერდზე - www. Facebook.com/mes.gov.ge

დისტრიბუტორების მიერ მოწყობილ მაღაზიებსა და ბაზრობებზე სასკოლო სახელმძღვანელოები მხოლოდ ფიქსირებული ფასებით გაიყიდება. აქედან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყველა მშობელს მოუწოდებს, სახელმძღვანელოები მხოლოდ ასეთ  ობიექტებზე შეიძინონ.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე