ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კოკა სეფერთელაძემ ქუთაისის პროფესიული კოლეჯი მოინახულა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფრეთელაძემ ქუთაისის პროფესიული კოლეჯი დაათვალიერა, პრაქტიკული მეცადინეობისათვის საჭირო ყველა ბაზა მოინახულა და კოლეჯის ეზოში მიმდინარე  სასწავლო სახელოსნოების მშენებლობასაც გაეცნო. ახალი სახელოსნოების მშენებლობა ცენტრის სტუდენტებისა და მასწავლებელთა მონაწილეობით ხორციელდება.

ქუთაისის პროფესიული კოლეჯი საქართველოს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში სრულად რეაბილიტირებულია. თანამედროვე სტანდარტებით გადაიარაღებულ ახალი ტიპის კოლეჯში შემდეგ პროფესიებს ეუფლებიან: სარესტორნო საქმის მწარმოებელი, კონდიტერი, მზარეული, მემცენარე, მეფუტკრე, მეფილე–მომპირკეთებელი, კალატოზი, მღებავი, თაბაშირ–მუყაოს სპეციალისტი, დურგალი, ზეინკალ–სანტექნიკოსი, ელექტრიკოსი, შემდუღებელი, სამაცივრე მოწყობილობის ტექნიკოსი, ავტომობილის ზეინკალი, ძრავის შემკეთებელი, სავალი ნაწილის ტექნიკოსი, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, სასტუმრო საქმის მწარმოებელი, კომპიუტერული გრაფიკოსი, ელექტრონული და ციფრული მოწყობილობების დიაგნოსტიკოს–შემკეთებელი.

შრომის ბაზრის მოთხონების გათვალისწინებით, კოლეჯი ამზადებს სპეციალისტებს როგორც მომსახურების, ასევე მშენებლობისა და ტურიზმის სფეროსათვის. შესაბამისად, დიდია მოსახლეობის ინტერესი სასწავლებლისადმი: ოთხი წლის მანძილზე კოლეჯში 2961 პროფესიული სტუდენტი გადამზადდა, მათ შორის 14%-უმაღლესი განათლებით, 13%-საბაზო განათლებით. დასაქმებულია 1806 კურსადამთვარებული.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე