ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქართველი მოსწავლეები ბრიტანეთში

ქართველი მოსწავლეები ბრიტანეთის საზაფხულო სკოლიდან დაბრუნდნენ, ამავე დღეს ინგლისში წარჩინებულ მოსწავლეთა ახალი ჯგუფი გაემგზვრა. ზაფხულის განმავლობაში 32 მოსწავლე, ინგლისში ოთხ ნაკადად გაემგზავრება. ეს ბავშვები იმ 600 მოსწავლისაგან შეირჩნენ, რომლებიც წყნეთის ბაქსვუდის საზაფხულო სკოლაში სასკოლო ოლიმპიადებში მიღებული მაღალი შედეგების გამო მოხვდნენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რამდენიმე წელია ”ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების პროგრამას” ახორციელებს, რომელიც ორ ქვეპროგრამას მოიცავს:” ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები საქართველოში” და ”ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები გაერთიანებულ სამეფოში”.

”ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში” მონაწილეობას საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეები ღებულობენ. მოსწავლეების შერჩევა ხდება საგნობრივი ოლიმპიადების შედეგებისა  და ინგლისური ენის საბაზისო ცოდნის საფუძველზე. 600 მოსწავლიდან 32 საუკეთესო მოსწავლე ირჩევა, რომლებიც 2 კვირით ეტაპობრივად მიემგზავრება ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე გაერთიანებულ სამეფოში.

წყნეთის ბაქსვუდის სკოლაში მოსწავლეები დასვენებასთან ერთად, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის მიერ სპეციალურად ამ პროგრამისთვის შექმნილი სახელმძღვანელოებით ინგლისური ენის ცოდნასაც იღრმავებენ. ლიდერებად საზაფხულო სკოლაში პროგრამის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსული  უცხოენოვანი პედაგოგები მუშაობენ.

სკოლაში აქტივობების პროგრამა ინგლისური მხარის მიერ არის შემუშავებული და მოსწავლეთა ინტელექტუალური, სპორტული და შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებაზეა ორიენტირებული. სწავლაში გამორჩეული და წარმატებული მოსწავლეების წახალისების ეს ფორმა ძალზე მნიშვნელოვანია,  მოსწავლეებში მოტივაცია ჩნდება და  ყოველწლიურად იზრდება სასკოლო  ოლიმპიადებში მონაწილეთა რაოდენობა.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე