ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა

პროფესიული განათლების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა. პროფესიული კოლეჯების სტუდენტთა საწარმოო პრაქტიკის გავლისა და მათი დასაქმების მიზნით, სამინისტრომ დასასვენებელ კომპლექს ”Golden Fleece” - თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. შესაბამის ხელშეკრელებას ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ”Golden Fleece” -ის მმართველმა ნინო გეზმავამ მოაწერეს.

დასასვენებელი კომპლექსი Golden Fleece  სოფელ ანაკლეაში მდებარეობს, დასვენებისთვის საუკეთესო ბუნებრივი მდებარეობა, თანამედროვე კეთიმოწყობილი გარემო ბევრ უცხოელ და ადგილობრივ ტურისტს იზიდავს. აქედან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მემორანდუმის ფარლგებში, პასუხისმგებლობას იღებს უზრუნველყოს სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებში კვალიფიციური კადრების მომზადება Golden Fleece დასასვენებელ კომპლექსისა და ზოგადად, რეგიონის შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით. ამავე დროს, დაკვეთის შემთხვევაში, სამინისტრო განახორციელებს Golden Fleece-ში უკვე დასაქმებული პერსონალის  გადამზადებას.

თავის მხრივ, Golden Fleece-ის მმართველობა ვალდებულებულია უზრუნველყოს სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების სტუდენტთა საწარმოო პრაქტიკის გავლა და დასაქმება დასასვენებელ კომპლექსში.

თანამშრომლობა სახელმწიფო თუ კერძო სექტორთან ცალკეულ პროფესიულ კოლეჯებს შორის აქამდეც არსებობდა. პირველი შემთხვევაა, როდესაც ასეთ მემორანდუმს უშუალოდ სამინისტრო აფორმებს. კოკა სეფერთელაძის განცხადებით, თანამშრომლობა დამსაქმებლებთან დროის მოთხოვნა და სახელმწიფო პოლიტიკაა, რომელიც აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის დასაქმების კუთხით.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე