ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კიდევ ერთი ახალი სკოლა ტყიბულის რაიონში შენდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ტყიბულის რაიონში ახალ საბაზო სკოლას აშენებს. სოფელ მუხურაში სკოლის მშენებლობის მიმდინარეობა  მინისტრის  მოადგილემ ნოდარ სუგულაძემ  და იმერეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილემ გრიგოლ მატარაძემ დაათვალიერეს.

სოფელ მუხურაში სკოლის შენობა გასულ საუკუნეში დაიწვა, მოსწავლეები რამდენიმე ათეული წელია  კოლმეურნეობის ძველ, სწავლისთვის სრულიად შეუფერებელ გარემოში სწავლობდნენ. ახალი ხის შენობა 70 ბავშვზე იქნება გათვლილი, ამ ტიპის სკოლა მორგებული იქნება  გარემოზე და სრულიად კომფორტული და თანამედროვე სწავლისთვის.

მუხურას სკოლის მშენებლობა სრულდება, დამთავრდა გადახურვა, ამჯერად მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები, სკოლა ახალი სასწავლო წლიდან შეუდგება ფუნქციონირებას.

საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში სასწავლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, თანამედროვედ აღჭურვა და კეთიმოწყობა სამინისტროს პრიორიტეტია.

მხოლოდ მიმდინარე წელს, საქართველოს მასშტაბით 271 საჯარო სკოლაში განხორციელდა სრული რეაბილიტაცია.  ყველა რეგიონში შენდება ახალი სკოლები: ჩიბათის, ნოქალაქევის, მელაანის, ქვაბღას, ახალციხის №5, ახალქალაქის №3, ხაჯალიას, ჯახუნდარას, მუხურას, სალხინოს, საზანოს საჯარო სკოლების მოსწავლეები ახალ, თანამედროვე, შესაბამისი ტექნიკური ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ სკოლებში ისწავლიან.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე