ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მასწავლებელთა 2011 წლის სასერტიფიკაციო გამოცდები წარმატებით დასრულდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების 2011 წლის შედეგები გამოაქვეყნა.  გამოცდების შედეგები განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ,  გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა  მაია მიმინოშვილმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე  გამოაცხადეს.
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კმაყოფილია მასწავლებელთა  2011 წლის სერტიფიცირების ნებაყოფლობითი გამოცდების შედეგებით. იმ სტრატეგიამ, რომლის განხორციელებაც სამინისტრომ 2011 წელს დაიწყო, შედეგი გამოიღო.  

გასულ წელთან შედარებით, წელს  ორჯერ მეტი - 2500 პედაგოგი აიღებს სერტიფიკატს. შარშან სერტიფიკატი მოიპოვა 1200-მა პედაგოგმა.  

აღსანიშნავია რომ,  სასერტიფიკაციო გამოცდები არის ნებაყოფლობითი, მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ სურვილისამებრ ჩააბარონ ერთი ან ორივე გამოცდა. სწორედ ამიტომ პედაგოგთა დიდი რაოდენობა წელს  ერთ გამოცდაზე გავიდა, 5000-მა მასწავლებელმა წარმატებით გადალახა პროფესიული უნარების გამოცდის ბარიერი, ხოლო 4000-მა  კი - საგნობრივის. მათ აღნიშნული შედეგები მომავალი წლისთვის შეენახებათ და 2012 წელს მხოლოდ ერთი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.

ამ დინამიკით შეიძლება ითქვას, რომ 2014 წლისთვის, სანამ პედაგოგთა გამოცდები ნებაყოფლობითია, მასწავლებელთა 60% უკვე  გახდება სერტიფიცირებული.

ესოდენ კარგი მაჩვენებელი განპირობებულია სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ეფექტური საქმიანობით  და მიზანმიმართული ტრენინგების ჩატარებით. წელს სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 20000 პედაგოგს პროფესიულ უნარებსა და საგნობრივ ნაწილში სპეციალური ტრენინგები ჩაუტარა. მომავალ წელს მასწავლებელთა გადამზადების პროგრამა კიდევ უფრო გაძლიერდება, ოქტომბერში თბილისში გაიხსნება მასწავლებლთა სახლი, რომელიც  24 საათის განმავლობაში იფუნქციონირებს და პედაგოგებს მოემსახურება.

 სერტიფიცირებული მასწავლებლები ხელფასზე დანამატს - 75 ლარს მიიღებენ. იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგი კომპიუტერისა და ინგლისური ენის გამოცდასაც ჩააბარებს, მისი დანამატი გაიზრდება 200 ლარამდე. ხოლო  თუ ორივე გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში  სერტიფიცირებული მასწავლებელი   საუკეთესო მაჩვენებლების მქონე 25%-ში მოხვდება, მისი ფიქსირებული ხელფასი 1000 ლარი გახდება.

 სერტიფიცირებულ მასწავლებლებს ასევე აქვთ შესაძლებლობა იმუშაონ მენტორ მასწავლებლად, ჩაერთონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში და სამინისტროს მიერ ინიცირებულ სხვადასხვა პროგრამებში, რაც ასევე დამატებით ანაზღაურებას გულისხმობს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე