ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

იმერეთის რეგიონის წარჩინებული მოსწავლეები მედლებით დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოებას. ამჯერად, მინისტრის მოადგილემ  ნოდარ სურგულაძემ და ქალქა ქუთაისის მერმა გია თევდორაძემ “განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, იმერეთის რეგიონის სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს.

2010-2011 წლისათვის იმერეთის რეგიონში 150 ოქროსა და 198 ვერცხლიმედალოსანია. მედლების გადაცემა ქუთაისის პირველ  საჯარო სკოლაში განხორციელდა.

ნოდარ სურგულაძის განცხადებით, კარგი სწავლისთვის წარჩინებული მოსწავლეების მედლებით დაჯილდოება მათი შრომის დაფასება და პირველი დიდი წარმატებაა. წახალისების ეს ფორმა  ზრდის მოსწავლეებში მოტივაციას და სწავლისადმი ინტერესს.


პრეზიდენტის ინიციატივით, მოსწავლეთა წახალისების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ”წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების” ქვეპროგრამას რამდენიმე წელია ახორციელებს, მის ფარგლებში 2010-2011 წლისათვის 877 ოქროსა  და 1122  ვერცხლის მედალი გაიცემა.

მედალოსან კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები  ”ეროვნული სასწავლო გეგმით” რეგულირდება. 2010-2011 სასწავლო წლის წარჩინებით სკოლადამთავრებულებისათვის სახელობითი  ოქროსა და ვერცხლის მედლები დამზადდა. სახელისა და გვარის გარდა მათზე  შესაბამისი წელია მითითებული.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე