ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თბილისის ასათ საჯარო სკოლას რეაბილიტაცია უტარდება

ახალი სასწავლო წლისათვის თბილისის ასათ საჯარო სკოლას განახლებული ინფრასტრუქტურა ექნება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სარემონტო სამუშაოებს ერთდროულად ასათივე საჯარო სკოლაში ახორციელებს. სკოლების რეაბილიტაციის პროცესს დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე 112-ე საჯარო სკოლიდან გაეცნო. ამ სკოლაში ფასადი, დერეფანი და სველი წერტილები რემონტდება. 

საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროცესში უპირატესობა შენობათა სველი წერტილების, შესასვლელებისა და დერეფნების მოწესრიგება-მოწყობას ენიჭება. ამასთანავე, რამდენიმე საჯარო სკოლაში განხორციელებულია გათბობის სისტემების მოწესრიგების, ღია ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მოწყობის, სპორტული დარბაზების რეაბილიტაციის, ელექტრომომარაგების აღდგენის, საქვაბე მეურნეობის გაზმომარაგების სამუშაოები.

სარემონტო სამუშაოებს სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს. ამ პროექტისთვის ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარია გამოყოფილი.

პარალელურად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყველა რეგიონის 143 საჯარო სკოლის, 2 პროფესიული სასწავლებლის და 3 სპეცსკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს. ამავე დროს, მიმდინარეობს 10 საჯარო სკოლის მშენებლობა.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე