ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

იტალიური და თურქული ენების სტანდარტი შეიქმნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა იტალიური და თურქული ენების საგნობრივ პროგრამებზე მუშაობა დაასრულა. ამ თემასთან დაკავშირებით, მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ ბრიფინგი გამართეს. 

იტალიური და თურქული ენების საგნობრივი პროგრამის შინაარსი ეროვნული სასწავლო გეგმის უცხოური ენების მოქმედ სტანდარტს ემყარება.

იტალიური და თურქული ენების საგნობრივ პროგრამებზე, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ექსპერტებთან ერთად,  იტალიური და თურქული ენების მოწვეული სპეციალისტები მუშაობდნენ, რომლებმაც პროგრამები  შექმნეს როგორც დაწყებითი, ასევე საბაზო-საშუალო საფეხურის სხვადასხვა დონისთვის. იტალიური ენის საგნობრივი პროგრამა  იტალიის საელჩოსთან აქტიურო თანამშრომლობით შემუშავდა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უკვე გამოაცხადა 2012-2013 სასწავლო წლისთვის სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსი, მათ შორის  იტალიური და თურქული ენების სახელმძღვანელოებზეც.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე