ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სოფელ ახუთის მოსწავლეებისთვის ახალი სკოლა შენდება

თანამედროვე სკოლა შენდება ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ახუთში. სკოლის მშენებლობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

15 წლის განმავლობაში სოფელ ახუთის 150 მოზარდი საუკუნენახევრის, ხის ავარიულ შენობაში სწავლობდა. სოფლის მოსახლეობის ეს  დიდი პრობლემა ახალი სკოლის მშენებლობით გადაიჭრება. 2011 წლის შემოდგომიდან ახუთელი მოსწავლეები სწავლას თანამედროვე სკოლაში გააგრძელებენ.

სკოლა 240 ბავშვზეა გათვლილი და მის მშენებლობაზე მილიონ ლარამდე დაიხარჯება. სოფლის სკოლას თანამედროვე გათბობის სისტემა ექნება. სკოლაში ასევე დამონტაჟდება საკუთარი დენის წყარო, რაც ახუთის სკოლის მოსწავლეებისთვის უწყვეტი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გარანტია იქნება.

ახუთის საჯარო სკოლა  თანამედროვე სასკოლო მერხებით, დაფებითა და ახალი კომპიუტერებით აღიჭურვება, სკოლას ასევე ექნება სპორტული დარბაზი, სადაც ბავშვები სპორტის რამდენიმე სახეობაში ივარჯიშებენ.

მხოლოდ მიმდინარე წელს, საქართველოს მასშტაბით 350 საჯარო სკოლაში განხორციელდა სრული რეაბილიტაცია.  ყველა რეგიონში შენდება ახალი სკოლები. ახუთის სკოლა ერთ-ერთია საქართველოს მასშტაბით მშენებარე 12 საჯარო სკოლას შორის.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე