ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საუკეთესო შედეგების მქონე პედაგოგები დასაჩუქრდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სხვადასსხვა საგნის ის ათი პედაგოგი დაასაჩუქრა, რომელთაც 2011 წლის მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდებზე თავიანთ საგნებში საუკეთესო შედეგები აჩვენეს, მინისტრმა მათ პორტატული კომპიუტერები გადასცა.

წარმატებით დასრულდა 2011 წლის მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდები. გასულ წელთან შედარებით, წელს  ორჯერ მეტი - 2500 პედაგოგი აიღებს სერტიფიკატს. შარშან სერტიფიკატი  1200-მა პედაგოგმა მოიპოვა.

სასერტიფიკაციო გამოცდები ნებაყოფლობითია, მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ სურვილისამებრ ჩააბარონ ერთი ან ორივე გამოცდა. სწორედ ამიტომ პედაგოგთა დიდი რაოდენობა წელს  ერთ გამოცდაზე გავიდა, 5000-მა მასწავლებელმა წარმატებით გადალახა პროფესიული უნარების გამოცდის ბარიერი, ხოლო 4000-მა  - საგნობრივის. მათ აღნიშნული შედეგები მომავალი წლისთვის შეენახებათ და 2012 წელს მხოლოდ ერთი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. ამ დინამიკით, 2014 წლისთვის, სანამ პედაგოგთა გამოცდები ნებაყოფლობითია, მასწავლებელთა 60% უკვე  გახდება სერტიფიცირებული.

სერტიფიცირებული მასწავლებლები ხელფასზე დანამატს - 75 ლარს იღებენ. იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგი კომპიუტერისა და ინგლისური ენის გამოცდასაც ჩააბარებს, მისი დანამატი 200 ლარამდე იზრდება. ხოლო  ორივე გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში,  თუ სერტიფიცირებული მასწავლებელი   საუკეთესო მაჩვენებლების მქონე 25%-ში მოხვდება, მისი ფიქსირებული ხელფასი 1000 ლარი ხდება.

 სერტიფიცირებულ მასწავლებლებს ასევე აქვთ შესაძლებლობა იმუშაონ მენტორ მასწავლებლად, ჩაერთონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში და სამინისტროს მიერ ინიცირებულ სხვადასხვა პროგრამებში, რაც ასევე დამატებით ანაზღაურებას გულისხმობს.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე