ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მანდატურთა პროფესიული ზრდა გრძელდება

ყველა მოქმედი მანდატური სხავადასხვა დისციპლინაში გადამზადდება. მანდატურებს ფსიქოლოგიურ ასპექტებზე, სამართალდარღვევებზე რეაგირების წესზე, პროფესიულ ეთიკასა და აკადემიურ წერაზე, უნარშეზღუდულ და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან კონტაქტის დამყარებაზე რამდენიმედღიანი ტრენინგი უტარდებათ.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები გადამზადების კურსებს შსს აკადემიაში გადიან.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, აკადემიის  რექტორთან ხატია დეკანოიძესთან ერთად, მანდატურებს შეხვდა და ლექციების მიმდინარეობას გაეცნო.

მინისტრის განცხადებით,  ეს კურსები  მანდატურებს დაეხმარებათ მათი საქმიანობა უფრო ეფექტური გახადონ,  სწორი კვალიფიკაცია მისცენ საქმიანობისას გამოვლენილ სამართალდარღვევებს და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ მათზე.

გარდა მანდატურის სამსახურის პროფესიული ეთიკისა,  მანდატურები სკოლის დირექტორის, მასწავლებლის და მოსწავლეთა ქცევის კოდექსებსაც ეცნობიან, სწავლობენ სამსახურებრივი დოკუმენტაციის წარმოებას.

მანდატურების გადამზადების მიზანია ძირითადი ცოდნის გაღრმავება, მომავალში მანდატურები  უფრო ადვილად შეძლებენ გარშემომყოფებთან  კონტაქტის დამყარებას და კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებას.

სასწავლო წლის დაწყებამდე ყველა მანდატური გადამზადდება, კურსების შემდეგ გამოცდები დაინიშნება, მანდატურს, რომელიც გამოცდას ვერ ჩააბარებს, კონტრაქტი შეუწყდება და მანდატურის სამსახურს დატოვებს.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე