ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლებში ახალი ინვენტარის შეტანა დაიწყო

ახალი სასწავლო წლისათვის სკოლებში ინფრასტრუქტურული, ტექნოლიგიური და შინაარსობრივი ცვლილებები ხორციელდება. დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის 122-ე საჯარო სკოლისათვის ახალი  სასკოლო მერხებისა და სკამების გადაცემის პროცესს დაესწრო და სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა. 122-ე საჯარო სკოლა ერთ-ერთია, სადაც სამინისტრო სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს.

საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში სასწავლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, თანამედროვედ აღჭურვა და კეთილმოწყობა სამინისტროს პრიორიტეტია. სექტემბრამდე საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ასეული სკოლა 10 000 ახალი დაფით, მერხითა და  სკამით აღიჭურვება.

ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს მასშტაბით 350 საჯარო სკოლას  სრული რეაბილიტაცია უტარდება და რეგიონებში 12 ახალი სკოლა შენდება. მიმდინარეობს ამ სკოლების ახალი ინვენტარით აღჭურვა, პროგრამა ,,აინშტაინის’’ ფარგლებში თბილისისა და დიდი ქალაქების ყველა საჯარო სკოლა 900 სამეცნიერო - საბუნებისმეტყველო  ლაბორატორიით იქნება  უზრუნველყოფილი. დაწყებულია ინტერაქტიული  Smart Board-ის დაფების შეტანა, ყველა პირველკლასელი და მათი დამრიგებელი სახელმწიფოსგან საჩუქრად 60 000 ნეტ-ბუკს მიიღებს... ეს მხოლოდ ნაწილია 2011-2012 სასწავლო წლისთვის დაგეგმილი სიახლებისა.

№122 საჯარო სკოლა 2011 წლის  საატესტატო გამოცდებში საუკეთესო შედეგების მქონე 20 სკოლას შორის არის დასახელებული. ამავე სკოლის მოსწავლეა 2011 წლის საუკეთესო  მოსწავლე. სკოლაში სამინისტროს მიერ ინიცირებული ყველა სიახლეა დანერგილი და წარმატებით ხორციელდება.

სკოლის დირექტორი ლალი რამინაშვილი საჯარო სკოლის დირექტორობის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატთა სარეიტინგო სიის პირველ ათეულშია, მან მასწავლებელთა სასერთიფიკატო გამოცდებში ორ საგანში მაღალი ქულები დაიმსახურა, წარმატებით ჩააბარა პროფესიული უნარები, უცხო ენა, კომპიუტერი და იღებს 1000 ლარიან ანაზღაურებას. 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე