ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბუკლეტის ”სასკოლო სახელმძღვანელოები” პრეზენტაცია გაიმართა

წელს პირველად, ყველა მშობელს შესაძლებლობა ექნება სასწავლო სახელმძღვანელოების შესახებ ინფორმაცია სპეციალური ბუკლეტის საშუალებით შეიტყოს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ  საინფორმაციო ბუკლეტი ,,სასკოლო სახელმძღვანელოები’’ სასწავლო წლის დაწყებამდე  რამდენიმე კვირით ადრე მომზადდა.  ბუკლეტში მოყვანილია ინფორმაცია სასკოლო სახელმძღვანელოების ფასების, საგნების, კლასებისა და გამომცემლობების    შესახებ. 

ბუკლეტთან ერთად, ასევე, მომზადდა საინფორმაციო პლაკატები, რომელზედაც განთავსებულია ინფორმაცია იმ ასოცდაათი წიგნის მაღაზიის შესახებ, სადაც საქართველოს მასშტაბით გრიფირებული სახელმძღვანელოები  ფიქსირებულ, დაბალ ფასებში გაიყიდება.

საინფორმაციო ბუკლეტი და პლაკატი  ყველა საჯარო და კერძო სკოლას გადაეცემა,  პლაკატები სკოლებში სპეციალურ სტენდებზე პირველი სექტემბრიდან გაიკვრება.

მშობლებს  ასევე, ექნებათ შესაძლებლობა საქართველოს ფოსტის კურიერების მეშვეობით, საინფორმაციო ბუკლეტებს სახლიდან გაუსვლელად გაეცნონ, გააკეთონ არჩევანი და  გამოიწერონ  საჭირო სახელმძღვანელოები. საქართველოს ფოსტა წიგნების სახლში მიტანას უზრუნველყოფს. დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ბუკლეტი ჟურნალისტებს წარუდგინა.

საინფორმაციო ბუკლეტი და პლაკატი მშობლებისთვის კარგი რესურსია, რათა მათ სწორი არჩევანი გააკეთონ და საჭირო სახელმძღვანელოები დაბალ, ფიქსირებულ ფასებში შეიძინონ.  რამდენიმე დისტრიბუტორი კომპანია სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2011 წლის 30 აგვისტომდე უზრუნველყოფს სასკოლო სახელმძღვანელოების ბაზრობებისა და წიგნის მაღაზიების მოწყობას თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, თელავსა და გორში. ყველა ამ მაღაზიისა და ბაზრობის ადგილმდებარეობა, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია დატანილია პლაკატზე.  დისტრიბუტორების მიერ მოწყობილ მაღაზიებსა და ბაზრობებზე სასკოლო სახელმძღვანელოები მხოლოდ ფიქსირებულ, დაბალ ფასში გაიყიდება.

ბაზრობებისა და მაღაზიების მისამართები ასევე დაიდება სამინისტროს ოფიციალურ საიტზე www.mes.gov.ge და სამინისტროს facebook-ის ოფიციალურ გვერდზე - www. Facebook.com/mes.gov.ge

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე