ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

60 000 ნეტ-ბუკის სკოლებისთვის გადაცემა დაიწყო

პირველად საქართველოში, სპეციალურად საქართველოს სკოლებისთვის შექმნილი ნეტ-ბუკები 60 000 პირველკლასელს და მათ დამრიგებლებს საჩუქრად გადაეცემათ. თბილისისა  და რეგიონების საჯარო სკოლებისთვის კომპიუტერების გადაცემის პროცესი დაიწყო. დღეს 15 000 ნეტ-ბუკი სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, ქართლში და დიდგორში გაიგზავნა. კომპიუტერები კომპანიების ”ალგორითმი” და ”ინტელის” მიერ საქართველოში დამზადდა. ეს კომპანიები  საქართველოს ფოსტის დახმარებით, თავად უზრუნველყოფენ ნეტ-ბუკების დისტრიბუციას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი კომპიუტერული ქარხნიდან  ნეტ-ბუკების კონტეინერებში ჩატვირთვის პროცესს დაესწრო. სწავლის დაწყებამდე ნეტ-ბუკებს  ყველა საჯარო სკოლა მიიღებს.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით,  კომპიუტერიზაციის სამყაროში მოზარდების სწორი განვითარებისა და მომავალში საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია ბავშვს თავიდანვე ჰქონდეს ურთიერთობა თანამედროვე  ტექნოლოგიებთან.  სწორედ ამ მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით,  საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე შეიქმნა ნეტ-ბუკი ”ბუკი”.  ნეტ-ბუკებში ჩატვირთულია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან  შესაბამოსობაში მყოფი სასკოლო პროგრამები,  ბავშვებისთვის შექმნილი შემეცნებითი თამაშები და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ხელმისაწვდომია ინტერნეტი.

სასწავლო პროცესში ნეტ-ბუკების ეფექტურად გამოყენების უზრუნველსაყოფად, სამინისტრომ ყველა პირველი კლასის დამრიგებელი  ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გადაამზადა. მასწავლებლები  ნეტ-ბუკების ფიზიკურ სტრუქტურასა და მასთან მუშაობას გაეცნენ, ასევე ისწავლეს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით (ისტ) გამდიდრებული გაკვეთილისა და სასწავლო პროექტების მომზადება.

საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლა ინტერნეტიზებულია, აქედან გამომდინარე, ახალი სასწავლო წლიდან  ნეტ-ბუკები სახელმძღვანელოებთან ერთად, პირველკლასელთათვის  ინფორმაციის მიღების კიდევ ერთი უნიკალური საშუალება იქნება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე