ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამინისტრომ მოსწავლეთა ელექტრონული ბაზები შეიმუშავა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2011 -2015 წლების ელექტონული სტრატეგიის ფარგლებში,  მოსწავლეთა მართვის ახალი საინფორმაციო სისტემა ამოქმედდა. დღეს, აღნიშნული სისტემის პრეზენტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა და სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი გულუამ  გამართეს.

eStudents - მოსწავლეთა მართვის ახალი საინფორმაციო სისტემის დანერგვით, საგანმანათლებლო პროცესი სკოლებში ახალ სისტემაზე გადავიდა, რამაც განათლებისა და მეცნიერების სამნისტროს საშუალება მისცა,  შეემუშავებინა eschool-ის სტრატეგია, რომელიც საზოგადოებისთვის ერთი თვის შემდეგ გახდება ცნობილი.

eStudents - მოსწავლეთა მართვის ახალი საინფორმაციო სისტემის დანერგვით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საშუალება მიეცა დაეზოგა 12 მილიონი ლარი. ამ თანხით  მოხდა საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

eStudents - მოსწავლეთა მართვის ახალი საინფორმაციო სისტემის დანერგვით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უერთდება იუსტიციის სამინისტროს  ID ბარათების პროექტს, რის შემდეგაც  მოსწავლეთა მონაცემების მიბმა ID ბარათებზე იქნება შესაძლებელი.

eStudents - მოსწავლეთა მართვის ახალი საინფორმაციო სისტემის მეშვეობით, სკოლას აქვს საშუალება online რეჟიმში გადაამოწმოს საკუთარი მოსწავლეების მონაცემები, განახორციელოს მობილობის პროცესი, აირჩიოს სახელმძღვანელოები და ასევე გააკეთოს სოციალურად დაუცველი მოსწავლეების იდენტიფიცირება.

მოსწავლეთა მართვის საინფორმაციო სისტემა საშუალებას მისცემს სამინისტროს ზუსტად განსაზღვროს სკოლისათვის განკუთვნილი ვაუჩერის ზომა და სხვა პროცედურები.

მოსწავლეთა სიები ავტომატურად გადაეცემა გამოცდების ეროვნულ ცენტრს, რაც ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის და ეროვნული ოლიმპიადებისათვის მოსწავლეთა ხელახალი რეგისტრაციის საჭიროებას გამორიცხავს.

სკოლებში მოსწავლეთა მართვის ახალი საინფორმაციო სისტემის დანერგვით ეფექტური გახდება სკოლის მენეჯმენტი და მოსწავლეთა ზუსტი აღრიცხვა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე