ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სასკოლო სახელმძღვანელოების გამოწერა სახლიდან გაუსვლელად

წელს პირველად, წიგნების დისტრიბუციის პროცესში საქართველოს ფოსტა ჩაერთო. სურვილის შემთხვევაში, მშობლებს შესაძლებლობა ეძლევათ საქართველოს ფოსტის ვებ-გვერდის საშუალებით სახლიდან გაუსვლელად გამოიწერონ სასწავლო სახელმძღვანელოები, კურიერი წიგნებს მათ სახლში მიუტანს.

ახალი სერვისით უკვე მრავალმა ოჯახმა ისარგებლა. ერთ-ერთ პირველ  შემკვეთს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საქართველოს ფოსტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ბაინდურაშვილი სახლში ეწვივნენ და თავად დაესწრნენ კურიერის მიერ მათთვის  წიგნების გადაცემის პროცესს.

ოჯახმა სამინისტროს მიერ გამოცემული სპეციალური საინფორმაციო ბუკლეტის ,,სასკოლო სახელმძღვანელოების’’ მიხედვით არჩევანი გააკეთა და საჭირო სახელმღვანელოები საქართველოს ფოსტის მეშვეობით გამოიწერა.

საქართველოს ფოსტასთან თანამშრომლობა დადებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. წელს პირველად საქართველოს ფოსტა ასევე უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების დარიგებას. 14 სექტემბრამდე წიგნებს სოციალურად დაუცველი ყველა მოსწავლე მიიღებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე