ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დიდი დიღმის მოზარდებს ახალი რაგბის მოედანი მოემსახურება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ თბილისის 186-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე რაგბის სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერეს. სამინისტროს მხარდაჭერით, რაგბის კავშირი რაგბის სტანდარტულ მოედანს და მოზარდების სავარჯიშოდ განკუთვნილ რაგბის სტადიონს აშენებს. თანამედროვე სპეციალიზირებული რაგბის სპორტული კომპლექსი ერთადერთია დიდი დიღმის დასახლებაში. იგი რაგბით დაინტერესებულ ყველა მოზარდს მოემსახურება.

დიდი დიღმის დასახლების სკოლებში პრეზიდენტის ინიცირებულმა პროექტმა, ფიზკულტურის სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლების თაობაზე, დიდი დაინტერესება გამოიწვია. მოსწავლეები კალათბურთით, ფეხბურთით, ფრენბურთით,  ცურვითა და წყალბურთით არიან დაინტერესებულნი.  სურვილის შემთხვევაში, მომავალში მათ რაგბის სტადიონზე სპორტის ამ სახეობაშიც ჩაუტარდებათ გაკვეთილები.  თანამედროვე კომპლექსი რაგბის პოპულარიზაციას და განვითარებას შეუწყობს ხელს.

კოკა სეფერთელაძის განცხადებით, სპორტის სახეობების მრავალფეროვნება მოზარდებს საშუალებას მისცემს, გამოავლინონ და განავითარონ თავიანთი ფიზიკური უნარები, ხოლო სკოლაში შეძენილი ჯანსაღი ცხოვრებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები მათ მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვებათ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე