ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გამოვლინდა ”ქართული კალიგრაფიის კონკურსის” გამარჯვებულები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ატარებს ”ქართული კალიგრაფიის კონკურსს”. მისი მიზანია ახალგაზრდებში ხელით წერით კულტურის განვითარება და მათი შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა. კონკურსი ტარდება 2 ასაკობრივ ჯგუფში (V-VIII და IX-XII კლასებისთვის). კონკურსში მონაწილეობენ როგორც საქართველოს მოსწავლეები, ისე ემიგრანტი მოსწავლეები. იგი მოიცავს 3 ეტაპს. ეტაპებს შორის მონაწილეთათვის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდება შემეცნებითი საუბრები ქართული კალიგრაფიის შესახებ. კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა სახის პრიზებით, რომელსაც დააწესებენ თანაორგანიზატორები.

15 მარტს კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა 118 მოსწავლე, რომლებიც გადავიდნენ მე-3 ტურში. ამ მოსწავლეებისთვის დასკვნითი ტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას  უზრუნველყოფს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.

III ტურში გასული კონკურსანტები  - I ასაკობრივი ჯგუფი (V-VIII კლასები)

III ტურში გასული კონკურსანტები -  II ასაკობრივი გჯუფი (IX-XII კლასები)

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე