ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სასკოლო სახელმძღვანელოების გამოწერა რეგიონებშიც შესაძლებელია

საქართველოს ფოსტის ვებგვერდის მეშვეობით, სახლიდან გაუსვლელად, სასწავლო სახელმძღვანელოების გამოწერა რეგიონების მოსახლეობისთვისაც ხელმისაწვდომია. ფოსტის მომსახურებით უკვე საქართველოს მასშტაბით ყველა მსურველს შეუძლია ისარგებლოს. ახალი სერვისით დაინტერესებულ მშობლებს საშუალება აქვთ სამინისტროს მიერ გამოცემული სპეციალური საინფორმაციო ბუკლეტის ,,სასკოლო სახელმძღვანელოების’’ მიხედვით გააკეთონ არჩევანი და გამოიწერონ საჭირო სახელმღვანელოები.  კურიერი წიგნებს მათ სახლში მიუტანს. სერვისი უფასოა.

ახალი სერვისით თბილისის გარდა რაიონებშიც მრავალი ოჯახი დაინტერესდა.  ერთ-ერთ მათგანს სოფელ მისაქციელში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი და საქართველოს ფოსტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ბაინდურაშვილი სახლში ეწვივნენ და თავად დაესწრნენ  კურიერის მიერ მათთვის  წიგნების გადაცემას.

საქართველოს ფოსტასთან თანამშრომლობა დადებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. წელს პირველად საქართველოს ფოსტა ასევე უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების დარიგებას. 14 სექტემბრამდე წიგნებს სოციალურად დაუცველი ყველა მოსწავლე  მიიღებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე