ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა წალენჯიხის რაიონის რეაბილიტირებული სკოლები დაათვალიერა

2011-2012 სასწავლო წელს წალენჯიხის რაიონის 1700-მდე მოსწავლე რეაბილიტირებულ შენობებში განაგრძობს სასწავლო პროცესს.  მიმდინარე წელს  წალენჯიხის რაიონის  8 სკოლას  სრული სარეაბილიტაციო სამუშოები ჩაუტარდა. აშენდა ახალი სასწავლო კორპუსები, რომელთაგან 7 სკოლა  აფხაზეთის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს.  წალენჯიხის რაიონის სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დაათვალიერა.
დიმიტრი შაშკინმა   სრულად რეაბილიტირებული ქ. ჯვარის №1 საჯარო სკოლა მოინახულა. სკოლაში მთლიანად განახლდა ინფრასტრუქტურა, გაკეთდა გადახურვა, დაიგო ახალი იატაკი, შეიღება ჭერი, მოწესრიგდა სველი წერტილები, ელექტრობა, გამოიცვალა კარები და დამონტაჟდა გათბობის სისტემა. ამ ეტაპზე იღებება  შესასვლელი, საკლასო ოთახები, კიბის უჯრედები და დერეფნები. 
სკოლას აქვს თანამედროვე ტიპის კომპიუტერული ლაბორატორია, ბიბლიოთეკა (საცავით). წელს, პროგრამა ”აინშტაინის” ფარგლებში, სკოლას საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების თანამედროვე ლაბორატორია გადაეცა. ახლი სასწავლო წლიდან  სკოლის მოსწავლეებს  ქიმიის, ფიზიკის და ბიოლოგიის გაკვეთილები თანამედროვედ აღჭურვილ ლაბორატორიებში ჩაუტარედებათ.
ახალი სასწავლო წლისათვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 4 სკოლა შენდება, ხოლო 42 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე