ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისათვის სახელმძღვანელოების დისტრიბუცია დაიწყო

საქართველოს მასშტაბით სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების დისტრიბუციის პროცესი დაიწყო. საქართველოს ფოსტის საშუალებით სახელმძღვანელოები პირველად აჭარის რეგიონში გაიგზავნა.

რეგიონში სახელმღვანელოების ჩატანის პროცესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი დაესწრო.

გიორგი ჩახნაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველი ყველა მოსწავლე, რომლებიც 2011 წლის 15 სექტემბერს სკოლაში გამოცხადდებიან, სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებენ.. ამ მიზნით, სახელმწიფომ 8 მილიონი ლარი გამოყო, რომლითაც 800 000 სასკოლო სახელმძღვანელო იქნა შეძენილი.

პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, მოსწავლეები, რომელთა ოჯახისთვის მინიჭებული ქულა 70 ათასის ქვემოთაა, ყველა სახელმძღვანელოს უფასოდ მიიღებენ. სახელმძღვანელოები ასევე გადაეცემათ მეშვიდედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს, რომელთა ოჯახების ქულა 57 ათასის ქვემოთაა.

სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოები მომავალ წელს სასკოლო ბიბლიოთეკებში დარჩება და მათი გამოყენება სხვა მოსწავლეებსაც შეეძლებათ. აღნიშნული პროცესით სასკოლო ბიბლიოთეკები ეტაპორბივად შეივსება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე