ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა ქობულეთის პროფესიულ კოლეჯში სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა

ქობულეთის პროფესიულ კოლეჯში ,,ახალი ტალღა” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით, სტუდენტთა საერთო საცხოვრებლისა და სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს დიმიტრი შაშკინი გაეცნო.

რეგიონული ცენტრების გაძლიერება სამინისტროსთვის პრიორიტეტულია, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ქობულეთის პროფესიულ კოლეჯს ძლიერ სასწავლო ბაზასა და ტექნიკურ აღჭურვილობასთან ერთად, ჰქონდეს კომფორტული საერთო საცხოვრებელი, რომელიც  მაღალმთიანი აჭარიდან, გურიიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან და  სვანეთიდან 300-მდე სტუდენტს მოემსახურება.

თანამედროვე სასტუმრო საშუალებას მისცემს სასწავლებელს ორგანიზება გაუკეთოს საერთაშორისო კონფერენციებს, ტრენინგებს, სემინარებს. ცენტრში სისტემატიურად ჩამოდიან უცხოელი სპეციალისტები, ტურიზმის დარგის კონსულტანტ-ექსპერტები, ხდება სტუდენტთა გაცვლა. ცენტრში საერთო საცხოვრებელის რეაბილიტაციასთან ერთად დამატებით   30 კლასკაბინეტიც გაკეთდება. საერთაშორისო სტანდარტების სასწავლო გარემო  გაზრდის კვალიფისიური კადრების მომზადების დონეს, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს აჭარის რეგიონში ტურიზმის განვითარებას.

ქობულეთის პროფესიულ კოლეჯში ,,ახალი ტალღა” ძირითადად ტურიზმის მიმართულებით ხდება  მსურველთა გადამზადება: ტურიზმის ბიზნესი, სასტუმროს მენეჯერი, ტუროპერატორი, ბარის მენეჯერი, მიმტანი, სასტუმროს მომსახურე პერსონალი, სასტუმროსა და სარესტორნო ტექნიკის შემკეთებელი, კვების ობიექტის მენეჯერი, მზარეულ-კონდიტერი, უცხოენოვანი გიდი (დას. საქ. რეგიონის), პერსონალური კომპიუტერის მომხმარებელ-ოპერატორი და ოპერატორ-ინსტრუქტორი. 

ცენტრში განახლებული პროგრამებით გადამზადებულ სტუდენტთა 70% უკვე დასაქმებულია სასტუმროებში: ”შერატონ ბათუმი”, ”რედისონი”, ”ჯორჯიან პალასი”, ”პიაცა”, ”ბონი”, ”ოაზისი”, ”ელბაკური”, ”სავანე” და სხვა.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე