ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დიმიტრი შაშკინი ღვაწლმოსილ პედაგოგებს შეხვდა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს სხვადასხვა სკოლების 200-ზე მეტ ღვაწლმოსილ პედაგოგს შეხვდა და განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით მათი შეხედულებები მოისმინა. მინისტრის განცხადებით, რეფორმების განხორციელების პროცესში პროფესიონალი პედაგოგების შეხედულებები ძალიან მნიშვნელოვანია და სამინისტრო მზადაა მათი მოსაზრებები მაქსიმალურად გაითვალისწინოს.

დამსახურებულ პედაგოგებს, მათ შორის პრეზიდენტის სტიპენდიანტებსა და ღირსების ორდენით დაჯილდოვებულ მასწავლებელებს დიმიტრი შაშკინმა ყველა ის ცვლილება გააცნო, რაც 2010-2011 წლებში სკოლებშია დაგეგმილი. განსაკუთრებული ყურადღება ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე გაახმავილა, რომელიც 2010 წლის სექტემბერში შემუშავებული იქნება და ხუთი წლის განმავლობაში არ შეიცვლება. მინიტრის თქმით, ახალი სასწავლო გეგმის მიხედვით უკლებლივ ყველასთვის, მათ შორის კერძო სკოლებისთვისაც, 60%-იანი აუცილებლი კომპონენტი განისაზღვრება, მასწავლებლები მხოლოდ  დანარჩენ 40%-ში  იქნებიან თავისუფლები არჩევანში.

შეხვედრაზე დიმიტრი შაშკინმა   სასკოლო სახელმძღვანელოებზეც ისაუბრა, რადგან 2010 წლიდან გამკაცრდება არა მხოლოდ გრიფირების წესი, აიკრძალება მისი ხშირი შეცვლა, რითაც  დაიკლებს მისი ღირებულება.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე