ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მანდატურთა პროფესიული ზრდა გრძელდება

ახალი სასწავლო წლიდან ყველა მოქმედი მანდატური სკოლებში სხვადასხვა სახის დარღვევების აღრიცხვის ფურცელს ელექტრონულად შეავსებს. დარღვევის თითოეული ფაქტი კომპიუტერში დაფიქსირდება და სასწავლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს ელექტრონულად გადაეცემა. ეს პროგრამა მანდატურებს სწრაფ და ხარისხიან მუშაობაში დაეხმარება. ახალი პროგრამის ფარგლებში მანდატურებს ტრენინგები უტარდებათ. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი მანდატურებს შეხვდა და ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო. გიორგი ჩახნაშვილის განცხადებით,  პროგრამა ძალზე მოქნილი და ეფექტურია, იგი მანდატურებს დაეხმარება მათი საქმიანობა უფრო მობილური გახადონ და ნებისმიერი გაუგებრობა თავიდან აიცილონ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მანდატურის სამსახურთან ერთად ორგანიზებას უწევს  სხვადასხვა სახის ტრენინგებს, რაც ხელს უწყობს მანდატურთა ცოდნის გაღრმავებას  და მათ პროფესიულ  ზრდას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე