ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სტუდენტური აქცია ჯეოსელთან ერთად

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, კომპანია ”ჯეოსელი” ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად  სტუდენტურ აქციას იწყებს. აქციის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში არსებულ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა სტუდენტები   ჯეოსელ-კონექტს  სპეციალურ ფასად (59 ლარი ნაცვლად 79-ისა) შეიძენენ, მიიღებენ 1 გბ მობილურ ინტერნეტ-ტრაფიკს უფასოდ და ისარგებლებენ მობილური ინტერნეტის შეღავათიანი ტარიფით (1მგ 0.1 ლარი).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და კომპანია ”ჯეოსელის” საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ირმა ცქიტიშვილმა, სტუდენტურ აქციასთან დაკავშირებით,  ბრიფინგი გამართეს.

ახალგაზრდებში  ჯეოსელის უსადენო  ინტერნეტ მოდემი, ჯეოსელ-კონექტი, დიდი პოპულარობით სარგებლობს. სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა  ერთობლივი აქციის ორგანიზება.
ნოდარ სურგულაძის განცხადებით, აქცია ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის  ნაყოფიერების ამაღლებას, რადგან სტუდენტები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ნებისმიერ დროს უზრუნველყოფილნი იქნებიან მაღალი სიჩქარის ინტერნეტით.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე