ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პრეზიდენტმა ფოთში რეაბილიტირებული პროფესიული კოლეჯი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქალაქ ფოთში ახლადრეაბილიტირებული პოფესიული კოლეჯი ,,ფაზისი’’ გახსნა. კოლეჯის სრული რეაბილიტაცია 2010 წლის ოქტომბერში დაიწყო. გარემონტდა  კოლეჯის სასწავლო კორპუსი და განხორციელდა ეზოს კეთილმოწყობა. სასწავლებელი სრულად აღიჭურვა ახალი ინვენტარითა და თანამედროვე ელექტრო და კომპიუტერული ტექნიკით, ამოქმედდა ცისკოს ქსელური აკადემია.
პრეზიდენტმა  თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი სადურგლო, ელექტრიკოსის, სანტექნიკოსის,  ელექტროშემდუღებლის, სამაცივრე მოწყობილობისა და  შემკეთებლის სასწავლო სახელოსნოები დაათვალიერა და სტუდენტებს შეხვდა.
ქვეყნის შრომის ბაზრის  მოთხოვნათა გათვალისწინებით, კოლეჯი მომსახურების, მშენებლობისა და ტურიზმის სფეროსთვის ამზადებს შემდეგ სპეციალისტებს: ძრავის შემკეთებელი; სავალი ნაწილის ტექნიკოსი; მებათქაშე; შემდუღებელი; სასტუმრო საქმის სპეციალისტი; სარესტორნო საქმის მწარმოებელი; დურგალი; ელექტრიკოსი; სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი; ზეინკალ-სანტექნიკოსი; მეფილე-მომპირკეთებელი; რკინა-ბეტონის  სამუშაოთა მწარმოებელი; გიდი; ტუროპერატორი; კონდიტერი და სხვა.
გაიზარდა  ფოთის პროფესიული კოლეჯისადმი ინტერესი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად. ორი  წლის მანძილზე კოლეჯში  800-მდე  სტუდენტი ჩაირიცხა. ,,ფაზისის’“ კურსდამთავრებულთა  დიდი ნაწილი დასაქმებულია. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე