ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სახელმძღვანელოები მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა არჩილ გეგენავამ მთაწმინდის რაიონის 40–მდე  მრავალშვილიან ოჯახს  საჩუქრად სასკოლო სახელმძღვანელოები და კლასგარეშე ლიტერატურა გადასცეს. 

თბილისის საჯარო ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდა წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი მთაწმინდელი. მრავალშვილიანი ოჯახის მოსწავლეებს მამა გიორგი მთაწმინდელმა ამერიკელი თანატოლების მიერ გამოგზავნილი საჩუქრები გადასცა.

კოკა სეფერთელაძის განცხადებით, ახალი სასწავლო წლისთვის სამინისტრო  შესაბამისად ემზადება. განსაკუთრებულ ყურადღებას კი მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი მოსწავლეების მიმართ იჩენს, რადგან სამინისტროს მიზანია ყველა ბავშვს სწავლის თანაბარი საშუალება ჰქონდეს. ამიტომ, ასეთი ოჯახების მიმართ გამოჩენილი თანადგომა სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

შეხვედრის  დასასრულს  ქართველმა მოსწავლეებმა,  ამერიკელ თანატოლებს მადლობის წერილები მისწერეს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე