ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში დიდი ქართველი მეცნიერის ნიკო მუსხელიშვილის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საქართველოსა და უცხოეთის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სამეცნიერო კონფერენცია ”უწყვეტ გარემოთა მექანიკა და ანალიზის მონათესავე საკითხები” 6 დღე გაგრძელდება და მასში ქართველ მათემატიკოსებთან ერთად აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, შვეიცარიის, ავსტრიის, შვედეთის, ირლანდიის, პოლონეთის, პორტუგალიის, მექსიკისა და რუსეთის 20-მდე უცხოელი მეცნიერი მიიღებს მონაწილეობას.

ქართული მათემატიკური სკოლის ფუძემდებლისა და მსოფლიო დონის ქართველი მეცნიერის ნიკო მუსხელიშვილის საიუბილეო კონფერენცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ საკონფერენციო გრანტების კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა. მათემატიკისა და მექანიკის სამეცნიერო მიმართულებით შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდს დღემდე 50-ზე მეტი საგრანტო პროექტი, საერთო ბიუჯეტით დაახლოებით 5 მლნ ლარით აქვს დაფინანსებული. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე