ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამუშაო შეხვედრა პედაგოგებთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოს ყველა რეგიონის  200-მდე პედაგოგს შეხვდნენ.

პედაგოგებთან შეხვედრაზე ყველა ის სიახლე განიხილეს, რომელიც 2011-2012 სასწავლო წლისათვის განხორციელდა და მომავალში იგეგმება. მინისტრი ისეთ თემებს შეეხო როგორიცაა: ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, გრიფირებული სახელმძღვანელოები, ახალი არჩევითი საგნები, ინგლისური ენისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გაძლიერებული პროგრამით სწავლება, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები და სხვა.

სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა პედაგოგებს მასწავლებლის სახლის კონცეფცია წარუდგინა, დაგეგმილი ტრენინგების შინაარსი გააცნო და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაზეც ესაუბრა.

სამუშაო შეხვედრაზე მასწავლებლებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო თემებზე კითხვები მინისტრისათვის დაესვათ და ინფორმაციაც განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ პირადად მინისტრისაგან მოესმინათ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მსგავს შეხვედრებს მომავალშიც გეგმავს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე