ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი გაზეთ ,,პრაიმ-ტაიმის’’ ოფისში ჟურნალისტებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი 2011-2012 სასწავლო  წლის სიახლეებთან დაკავშირებით გაზეთ ,,პრაიმ-ტაიმის’’ ოფისში მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა.

ერთ-ერთი მთავარი სიახლე, რითაც ჟურნალისტები დაინტერესდნენ ახალი ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმაა, რომელიც 15 სექტემბრიდან ძალაში შედის და იგი პირველი-მეექვსე კლასების მოსწავლეებს შეეხებათ. მომავალ წელს კი მეშვიდე-მეთორმეტე კლასებისთვის დაინერგება. წელს პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები ახალი გრიფირებული, მაღალი სტანდარტების მქონე სახელმძღვანელოებით ისწავლიან, რომელიც 5 წლის განმავლობაში არ შეიცვლება და მათი ფასი 10 ლარს არ აღემატება.  სოციალურად დაუცველი ოჯახების მოსწავლეები კი, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, წიგნებს სახელმწიფოსაგან უფასოდ მიიღებენ.

მინისტრის განმარტებით, წელს პირველად, ყველა პირველკლასელი და მათი დამრიგებელი პრეზიდენტისაგან საჩუქრად პერსონალურ კომპიუტერს მიიღებს მასში ჩატვირთული სასწავლო პროგრამებით და სახალისო შემეცნებითი თამაშებით. კომპიუტერები საქართველოშია დამზადებული და ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.

დიმიტრი შაშკინი სასწავლო ინფრასტრუქტურის განახლებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ახალი სასწავლო წლისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები 350 სკოლას ჩაუტარდა. აშენდა 12 ახალი სკოლა. თბილისის ყველა და საქართველოს დიდი ქალაქების სკოლები თანამედროვე ლაბორატორიებითაა აღჭურვილი. სკოლებში შეტანილია ახალი მერხები და დაფები.

ჟურნალისტები სამინისტროს E-strategy ანუ, სამინისტროს ელექტრონული სტრატეგიითაც დაინტერესდნენ, მინისტრის განცხადებით, ახალი წლიდან სკოლებში ელექტრონული ჟურნალები ამოქმედდება. მშობელს ამ ჟურნალის მეშვეობით შეუძლია დააკვირდეს, როგორ სწავლობს და როგორ იქცევა მისი შვილი სკოლაში. საქართველოს ისტორიაში პირველად მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მთლიანად სკოლების ადმინისტრაციის ელექტრონული ბაზები დაინერგება, შეიქმნება ელექტრონული ბიბლიოთეკები, მომავალში სკოლების მართვა ელექტრონულად მოხდება.

ეს არის ახალი სასწავლო წლისათვის დაგეგმილი სიახლეების მხოლოდ ნაწილი, სამინისტრო მოსწავლეებსა და მათ მასწავლებლებს ბევრ სხვა მნიშვნელოვან სიახლეებსაც სთავაზობს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე