ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პრეზიდენტი ეროვნული გამოცდებში ყველაზე მაღალი ქულების მქონე სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან ერთად, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო მაჩვენებლის მქონე ათ სტუნდეტს საკუთარ ვენახში უმასპინძლა. მიხეილ სააკაშვილმა ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა, პროფესიული წინსვლა უსურვა და საჩუქრად საქართველოში დამზადებული მაღალი ხარისხის პორტატული კომპიუტერები გადასცა. შეხვედრა არაფორმალურ გარემოში მიმდინარეობდა - სტუდენტებმა პრეზიდენტთან  ერთად მწვადიც შეწვეს.

როგორც დიმიტრი შაშკინმა აღნიშნა, 2011 წლის გამოცდებმა აჩვენა, რომ აბიტურიენტთა მომზადების დონე გასულ წლებთან შედარებით გაცილებით მაღალი იყო, რაც განათლების სფეროში განხორციელებულმა რეფორმებმა განაპირობა.

წელს საუკეთესო შედეგების მქონე ათივე სტუდენტმა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მათემატიკის ფაკულტეტებზე ჩააბარა, ხოლო ზოგადი მონაცემების მიხედვით, აბიტურიენტთა საერთო რაოდენობის 40 პროცენტი ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების  მიმართულებით ჩაირიცხა. წინა წლებთან შედარებით საინჟინრო ფაკულტეტებზე მოთხოვნა 102 პროცენტით, ხოლო ზუსტ და საბუმებისმეტყველო ფაკულტეტებზე - 43 პროცენტით გაიზარდა.

გაიზარდა მოთხოვნა უმაღლეს პროფესიულ პროგრამებზეც, სადაც წელს საკმაოდ დიდი კონკურსი იყო - თითო ადგილზე შვიდი განაცხადი.

შეიცვალა სახელმწიფო დაფინანსების სისტემაც. გრანტების 80 პრცოცენტი სწორედ საინჟინრო და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტებზე გადანაწილდა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე