ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი იენის უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის რექტორს კლაუს დიკს და უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის გაცვლითი პოგრამების ამოქმედებას, ერთობლივი ლექციების, სემინარებისა და კონფერენციების  ორგანიზებას.
 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტს  45 წლის თანამშრომლობა აკავშირებთ. ამ ხნის განმავლობაში ორი უმაღლესი სასწავლებელი ერთობლივ პროექტებს ახორციელებს. თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მოქმედებს სამაგისტრო პროგრამა, რომელიც პროგრამის პრაქტიკული ნაწილის გავლას იენის უნივერსიტეტში გულისხმობს.

თსუ-სთან მომავალ თანამშრომლობაზე გაგრძელდა საუბარი უცხოელი სტუმრების მინისტრთან შეხვედრისას.   იენის უნივერსიტეტის რექტორთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეკონომიკის და ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანები და საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელი,   თსუ-ის რექტორი.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენცია, შეხვედრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანებთან და პროფესორებთან.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე