ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გაერთიანებული სხდომა პარლამენტში

ახალი სასწავლო წლისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  მთავარი პრიორიტეტები წარმოადგინა დღეს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის,  დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა.

ახალი სასწავლო წლისთვის ძირითადი პრიორიტეტებია:  სოციალურად დაუცველი ყველა მოსწავლის სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა; სასკოლო სახელმძღვანელოების დაბალი ფასების უზრუნველყოფა; ახალი სკოლებისა და კოლეჯების გახსნა; საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება; ნეტბუქები და პორტატული კომპიუტერები პირველკლასელებისა და მათი პედაგოგებისთვის და ასევე წარჩინებული მოსწავლეებისათვის.

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინგლისური ენის გაძლიერებულად შესწავლას ხოლო, სამცხე–ჯავახეთის რეგიონის სკოლებსა და სხვა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში ქართული ენის გაძლიერებულ სწავლებას.

ასევე პრიორიტეტულადაა მიჩნეული პროფესიული სწავლების ხელშეწყობა და მანდატურების კვალიფიკაციის ამაღლება.

მინისტრმა ამომწურავად ისაუბრა თითოეული ამ საკითხის და სხვა განსახორციელებელი აქტივობების შესახებ. მისი განცხადებით, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ამ სასწავლო წელს პირველიდან-მეექვსე კლასის ჩათვლით განხორციელდება, მომავალ წელს კი, ანალოგიური გეგმა მეშვიდე–მეთორმეტე კლასებისთვის მომზადდება.

დასასრულს, დიმიტრი შაშკინმა  დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე