ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქართული ენის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დაწყებითი საფეხურის პირველი დონის ქართული ენის სახელმძღვანელო შეიქმნა, რომლითაც არაქართულენოვანი მოსწავლეები ქართულ ენას შეისწავლიან. დიმიტრი შაშკინმა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისათვის განკუთვნილი ახალი წიგნი მასწავლებლებსა და ჟურნალისტებს წარუდგინა. 2011 წლის ბოლომდე I-დან  VI დონის ჩათვლით ყველა სახელმძღვანელო გამოიცემა. 2012 წელს საბაზო-საშუალო საფეხურებისთვის სახელმძღვანელოების დანარჩენი დონეები შეიქმნება.

საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროგრამას ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები მიმდინარეობს, რომლებიც არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის სახელმწიფო ენის სწავლებას ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში შექმნილი ახალი სახელმძღვანელო აგებულია პედაგოგიკის  თანამედროვე პრინციპებზე და დაფუძნებულია ენის კომუნიკაციურ სწავლებაზე. კომუნიკაციურ-ინტერაქტიული მეთოდი მნიშვნელოვნად განსხვავდება ენის სწავლების ტრადიციული მიდგომებისაგან და გაცილებით ამარტივებს ენის შესწავლას.

წიგნი შექმნილია მოსწავლეთა ინტერესებისა და რეალურ საცხოვრებელ გარემოში, ყოფით სიტუაციებში მიმდინარე მოვლენების, საჭიროებების გათვალისწინებით. გრამატიკის სწავლებისას, აქცენტი კეთდება ე.წ. გამოყენებით, ანუ კომუნიკაციურ გრამატიკაზე.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმძღვანელოს თან ახლავს აუდიო-ვიზუალური მასალები და სპეციალური კომპიუტერული თამაშები, რომლებიც ჩაიტვირთება პირველკლასელებისთვის დარიგებულ ნეთბუკებში და ასევე განთავსდება სპეციალურ ვებ-გვერდზე (www.buki.ge).

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე