ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ონ-ლაინ რეჟიმში კონკურსი ,,The Best Linguist” გაიმართა

ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ინგლისურ ენაში კონკურსის - ,,The Best Linguist”  მეორე ტური ჩატარდა და მის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქალბატონი ირინე ქურდაძე აკვირდებოდა.

კონკურსი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს  («ირმის ნახტომი”), ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, ქუთაისის ა.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის დეპარტამენტის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების მხარდაჭერით იმართება. მასში საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ.

კონკურსი III-ტურიანია და მისი მიზანია მოსწავლეთა შორის ინგლისური ენის ცოდნისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების უნარ-ჩვევების გამოყენების  ხარისხის დადგენა და საუკეთესო ,,ლინგვისტის” გამოვლენა.

კონკურსის მოთხოვნებია: ინგლისური ენის ცოდნა ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად (კლასების მიხედვით), კომპიუტერული უნარ-ჩვევების ფლობა, ტექსტის აკრება ონ-ლაინ რეჟიმში, პირადი ელ-ფოსტის არსებობა, ვებ-გვერდზე რეგისტრაცია www.moazrovne.17school.ge.

2010 წლის 1 მარტს დასრულდა კონკურსის I ეტაპი. რომელშიც  საქართველოს სხვადასხვა რეგიონების (თბილისი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ქარელი, ზესტაფონი, საჩხერე, ბათუმი, სამტრედია, ქობულეთი, ფოთი, ზუგდიდი, ტყიბული) 280-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

22 მარტს ქუთაისში №17 საჯარო სკოლაში   II ონლაინ ტური გაიმართა, მასში მონაწილეობა  I ტურში გამარჯვებულმა 213 მოსწავლემ მიიღო, მათ დავალება ი.ს.ტ. ტექნოლოგიების გამოყენებით საკანცელარიო რესურსების გარეშე შეასრულეს.     

კონკურსის III დასკვნითი ტური აპრილში გაიმართება და მასში ყველა ის მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას ვინც წარმატებით გაივლის მეორე ტურს. გამარჯვებული მოსწავლეები კომპიუტერული ტექნიკით დაჯილდოვდებიან.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე