ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქართული ენის სახელმძღვანელო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის 73-ე აზერბაიჯანულენოვანი სკოლის პირველკლასელებს ახალი ქართული ენის სახელმძღვანელოები, სასწავლო აუდიო და ვიდეო მასალები გადასცა.

საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროგრამას ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში დაწყებითი საფეხურის პირველი დონის ქართული ენის სახელმძღვანელო შეიქმნა, რომლითაც არაქართულენოვანი მოსწავლეები ქართულ ენას შეისწავლიან.

ახალი სახელმძღვანელო აგებულია პედაგოგიკის  თანამედროვე პრინციპებზე და დაფუძნებულია ენის კომუნიკაციურ სწავლებაზე. კომუნიკაციურ-ინტერაქტიული მეთოდი მნიშვნელოვნად განსხვავდება ენის სწავლების ტრადიციული მიდგომებისაგან და გაცილებით ამარტივების ენის შესწავლას.

წიგნი შექმნილია მოსწავლეთა ინტერესებისა და რეალურ საცხოვრებელ გარემოში, ყოფით სიტუაციებში მიმდინარე მოვლენების, საჭიროებების გათვალისწინებით. გრამატიკის სწავლებისას, აქცენტი კეთდება ე.წ. გამოყენებით, ანუ კომუნიკაციურ გრამატიკაზე.

გარდა აუდიო-ვიზუალური მასალებისა სახელმძღვანელოს თან ახლავს სპეციალური კომპიუტერული თამაშები, რომლებიც ჩაიტვირთება პირველკლასელებისთვის დარიგებულ ნეთბუკებში და ასევე განთავსდება სპეციალურ ვებ-გვერდზე (www.buki.ge).

2011 წლის ბოლომდე I-დან VI დონის ჩათვლით ყველა სახელმძღვანელო გამოიცემა. 2012 წელს საბაზო-საშუალო საფეხურებისთვის სახელმძღვანელოების დანარჩენი დონეები შეიქმნება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე