ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვდა აშშ-ს ჯორჯიის უნივერსიტეტის (Georgia State University), კორნელის (Cornell University), ემორის (Emory University),პიტსბურგის (University of Pittsburg), ფლორიდის საერთაშორისო (Florida International University), კოლუმბიის ოლქის (University of District of Columbia), კენტუკის (University of Kentucky), ბირმინგემის ალაბამას (University of Alabama Birminghan) და სხვა 31 წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლებს. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტის ფილიალის გახსნის საკითხი. უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა საუბრისას გამოთქვეს მზადყოფნა და ინტერესი საქართველოში, კერძოდ ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაფუძნებაში მონაწილეობის  შესახებ. 

ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ძირითადი მიმართულებები იქნება ტექნოლოგიური, საინფორმაციო და საინჟინრო დისციპლინები. უნივერსიტეტი აღჭურვილი იქნება ამერიკული სტანდარტების შესაბამისი სათანადო ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით. ამ მიზნის მისაღწევად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს თანამშრომლობას აშშ-ის წამყვან  უნივერსიტეტებთან. სამომავლოდ უნივერსიტეტი გასცემს ბაკალავრის, მაგისტრის და, შესაძლოა, დოქტორის ხარისხს აღნიშნულ, პრიორიტეტად გამოცხადებული მიმართულებების განხრით.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე