ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლებში ინლისური ენის კაბინეტები გაიხსნება

ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების მიზნით სკოლებში ინგლისური ენის კაბინეტები გაიხსნება. ინგლისური ენის კაბინეტებში მოსწავლეებს ინგლისურს ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად  პროგრამაში ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” მონაწილე უცხოელი პედაგოგები შეასწავლიან. კაბინეტები ინგლისური ენის სასწავლო ლიტერატურით, ვიზუალური და აუდიო მასალებით აღიჭურვება.

ინგლისური ენის კაბინეტების სპეციალური კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურით უზრუნველყოფის მიზნით დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მემორანდუმი გაფორმდა. ,,საერთაშორისო მართლმადიდებლური ქრისტიანული მოწყალების ორგანიზაციასთან’’ მემორანდუმს ხელი მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ მოაწერა.

,,საერთაშორისო მართლმადიდებლური ქრისტიანული მოწყალების ორგანიზაციამ’’ საქველმოქმედო აქციის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინგლისური ენის კლასგარეშე საკითხავი თორმეტი ათასი წიგნი გადასცა. წიგნები ნებისმიერი ასაკის მოსწავლისთვისაა განკუთვნილი. გადმოცემული ლიტერატურა საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში განაწილდება. 

,,ინგლისური ენის სწავლების გაძლიერება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწავლების პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის აუცილებელია დამხმარე ლიტერატურა. გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დღეს სამინისტროს ხარისხიანი კლასგარეშე საკითხავი წიგნები გადმოეცა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქველმოქმედო ორგანიზაციას’’ - განაცხადა კოკა სეფერთელაძემ.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე