სიახლეები

თელავში პროფესიული კოლეჯის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, თელავის პროფესიულ კოლეჯში „პრესტიჟი“ სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
კულტურული მარშრუტების პირველი უფასო მობილური აპლიკაცია Cultural Routes Georgia
ქვეყანაში შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გთავაზობთ საქართველოს კულტურული მარშრუტების პირველ მობილურ აპლიკაციას.მიხეილ ჩხენკელმა საფრანგეთის ელჩთან განათლების მიმართულებით თანამშრომლობისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთობლივი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობები განიხილა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საფრანგეთის ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს უმასპინძლა.მიხეილ ჩხენკელმა სოფელ აფენის №1 საჯარო სკოლის მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და ვიცე-პრემიერმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა კახეთში ვიზიტისას მიხეილ გაფრინდაშვილის სახელობის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის №1 საჯარო სკოლის XII კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს.
საქართველო ხელბურთელ გოგონათა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებს უმასპინძლებს
საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ, ორი მასშტაბური საერთაშორისო ტურნირის მასპინძლობის უფლება მოიპოვა. 2021 წელს, ჩვენს ქვეყანაში 17-წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატი, 2022 წელს კი, 18-წლამდელ გოგონათა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.
მიხეილ ჩხენკელმა და მაია ცქიტიშვილმა კახეთის რეგიონში საჯარო სკოლებისა და ინოვაციური ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ვიცე-პრემიერთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში საჯარო სკოლების, ინოვაციური ცენტრის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა და ბოდბის დედათა მონასტერი მოინახულა.ახალი სახელმძღვანელო პროფესიული სტუდენტებისთვის
პროფესიული განათლების სტუდენტებისთვის და მასწავლებლებისთვის ახალი სახელმძღვანელო “საავტომობილო გზების მშენებლობა” გამოიცა.
20 ივნისიდან საქართველოში ყველა მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალი ეტაპობრივად გაიხსნება
ქვეყანაში შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 20 ივნისიდან დამთვალიერებლისთვის მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები ეტაპობრივად გაიხსნება; პროცესი დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვით წარიმართება.
ჟვანიას სკოლამ სახელმწიფო ენის შესწავლის მსურველთათვის ონლაინ რეგისტრაცია დაიწყო
16 ივნისიდან ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ მსმენელთა ონლაინ რეგისტრაცია დაიწყო. სპეციალურად ამისთვის სკოლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეიქმნა პლატფორმა, სადაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს ონლაინ რეგისტრაციის გავლას.
სკოლებში Minecraft Education Edition-ის დანერგვის პროცესი მიმდინარეობს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, სკოლებში “Minecraft Education Edition”-ის საპილოტედ დანერგვის პროცესი მიმდინარეობს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქველმოქმედო ფონდ „ათინათთან“ ითანამშრომლებს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქველმოქმედო ფონდის „ათინათის“ ( Foundation Atinati ) დამფუძნებელთან ნათია ხუნტუასთან ონლაინ შეხვედრა გამართა. შეხვედრის ძირითად მიზანს განათლებისა და კულტურის მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობების განხილვა წარმოადგენდა.
14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა
14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი პროფესიულ კოლეჯ „სპექტრს“ ეწვია, შეხვდა კოლეჯის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტს და პირადად გაეცნო სსსმ სტუდენტებისთვის კოლეჯში არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და ინსტრუმენტებს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ წლიური ანგარიში წარადგინა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა, რომელშიც მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიიღო მონაწილეობა.მიხეილ ჩხენკელი: „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა ზოგადსაკაცობრიო განძია“
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის წარდგენას დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
კერძო სექტორის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ბიზნეს სექტორთან შეხვედრების კამპანია „პროფესიული განათლება ბიზნესისთვის კოვიდ-19-ს შემდეგ” გრძელდება. განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა მორიგი ონლაინ სამუშაო შეხვედრა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან, გიორგი პერტაიასთან, პალატის წევრი და სხვა დაინტერედებული კომპანიების წარმომადგენლებთან გამართა.
არდადეგების პერიოდში „ტელესკოლას“ ბიბისის ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა დაემატება
13 ივნისიდან, ყოველ შაბათ-კვირას „ტელესკოლა” მოსწავლეებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით, ხუთი კვირის განმავლობაში, „ტელესკოლაში“ ბიბისის ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა „ყურმოკრული ამბები“ (Word on the Street) გავა.
შემუშავდა სამუზეუმო, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული ღონისძიებებისთვის რეკომენდაციები
ქვეყანაში სახელოვნებო და კულტურის ორგანიზაციების შემოქმედებითი საქმიანობის აღდგენის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლობით, შემუშავდა „ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სამუზეუმო, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული ღონისძიებებისთვის“.
პროფესიული კოლეჯებისთვის კიდევ უფრო მოქნილი ალტერნატიული რეკომენდაციები შემუშავდება
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პანდემიის შემდგომ ამოქმედების გეგმასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად კოლეჯების დირექტორებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
ამირან გამყრელიძე: „სახელმწიფო და დაავადებათა ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის დიაგნოსტიკური კვლევის ჩატარებას ყოველგვარი გადასახადის გარეშე, უფასოდ უზრუნველყოფს“
ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების თარიღებისა და წესის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პანდემიის პირობებში 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებით დამტკიცებული პროტოკოლის რამდენიმე პუნქტი განმარტა.
ნუნუ მიცკევიჩი: „სამინისტროსა და შესაბამისი უწყებების მხრიდან გაწეული ძალისხმევა გამოცდების აკადემიური კეთილსინდისიერებითა და უსაფრთხოდ ჩატარების გარანტი იქნება“
„ყველას მოგეხსენებათ, რომ კოვიდინფექციით შექმნილმა ვითარებამ არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა განათლების სისტემა. მთელი მსოფლიო ინტერესით აკვირდებოდა ყველა იმ პროცესს, რომელიც განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევების დასაძლევად განხორციელდა.
ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების თარიღები და წესები განისაზღვრა
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოცდებში მონაწილეთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისა და ამავე დროს საგამოცდო პროცესის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსაყოფად პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედ უწყებათაშორის საბჭოში შემავალი სამინისტროების კოორდინირებული მუშაობით, განისაზღვრა ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ვადები და უსაფრთხოდ ჩატარების წესები.სიახლეები ვერ მოიძებნა.