სიახლეები

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმს სრული რესტავრაცია - რეაბილიტაცია ჩაუტარდება
2020 წელს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია დაიწყება. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ა(ა)იპ ,,თბილისის განვითარების ფონდს“, „მთლიანად ან ნაწილობრივ ფრანკოფონი დედაქალაქებისა და მეტროპოლიების მერებისა და ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციასა“ და სსიპ „აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება.
პირველად საქართველოში შვეიცარიული მასპინძლობის სკოლა SHL-ის ხარისხის ნიშნის მქონე პროფესიულ პროგრამაზე რეგისტრაცია იწყება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემია ,,სასტუმროს ოთახების მართვის" პროფესიული გადამზადების მოკლევადიან პროგრამაზე რეგისტრაციას აცხადებს.
სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ეთერ მგალობლიშვილის გარდაცვალების გამო
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ქართული საორგანო სკოლის დამაარსებლის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, პროფესორ ეთერ მგალობლიშვილის გარდაცვალების გამო..jpg)
ბიზნესის წარმომადგენლებთან დიალოგი გრძელდება
კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები „პროფესიული განათლება ბიზნესისთვის კოვიდ-19-ს შემდეგ” გრძელდება.პროფესიული განათლება და გადამზადება დაბალი შემოსავლის მქონე ახალგაზრდებს დასაქმების შესაძლებლობას აძლევს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის მთავრობის ხელშეწყობით, საქართველოში პირველად განახორციელა კვლევა, რომელშიც შესწავლილია პროფესიული განათლებისა და გადამზადების სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი და გაანალიზებულია პროფესიული განათლებისა და გადამზადების მიმართება დასაქმებასა და შრომის ბაზართან.
სამინისტროს ინიციატივით Microsoft Teams-ი ქართულ ენაზე ითარგმნა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, Microsoft-მა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან (EMIS) თანამშრომლობით Microsoft Teams-ის ქართულ ენაზე თარგმნა უზრუნველყო, რაც პედაგოგებს დისტანციურად სწავლის პირობებში შესაძლებლობას მისცემს მშობლიურ ენაზე ისარგებლონ შეთავაზებული ონლაინ ინსტრუმენტებით.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში მოუსმინეს
2 ივნისს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე საქართველოს პარლამენტში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წინაშე წარსდგა.
მიხეილ ჩხენკელი: „სამინისტრომ ხელი შეუწყო არამხოლოდ კრიზისული ვითარების დაძლევას, არამედ განათლების მიღების ახალი შესაძლებლობებიც შექმნა“
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციისა (OECD) და განათლების ინტერნაციონალის (EI) მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ საერთაშორისო სამიტში სწავლების პროფესიის შესახებ (ISTP) მიიღო მონაწილეობა.
ნუნუ მიცკევიჩმა ევროკომისიის მიერ COVID-19-თან დაკავშირებული სპეციალური კონკურსების შესახებ ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა COVID-19-თან დაკავშირებით მეცნიერებთან და მედიცინის სფეროს წარმომადგენლებთან ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გამართა და მათ ჰორიზონტი 2020-ის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული მე-2 სპეციალური კონკურსის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ეკატერინე დგებუაძემ Unicef-ის წარმომადგენელთან და ბულგარეთის, ნორვეგიისა და ესტონეთის ელჩებთან ზოგადი განათლების საკითხები განიხილა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF Georgia) წარმომადგენელთან ღასან ხალილთან და ბულგარეთის, ნორვეგიისა და ესტონეთის ელჩებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა!
COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული საყოველთაო იზოლაციის დროს განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა სახლის პირობებში საინტერესო, სახალისო აქტივობების შესრულებამ, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვებში სხვადასხვა უნარისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას.
მიხეილ ჩხენკელი - ჩვენი უმთავრესი ამოცანაა ყველა ბავშვი იზრდებოდეს უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, სამინისტროს სახელით მომავალ თაობას ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს.
პროფესიული სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ სპორტსმენებისთვის დროებითი პროტოკოლი შეიმუშავა
პროფესიული სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლობით, პროფესიული სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის შემუშავდა „ახალი კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვებისგან გამონაკლისების დაშვების დროებითი პროტოკოლი“.
პროფესიული განათლების როლი პანდემიის შემდგომ პერიოდში და ღია დიალოგი კერძო სექტორთან
ევროპული ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ღია დიალოგის ფორმატში ონლაინ შეხვედრა „პროფესიული განათლება ბიზნესისთვის კოვიდ-19-ს შემდეგ” გამართა.
2 ივნისიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტაცია იწყება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპს იწყებს.
თბილისში ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა შეუფერხებლად მიმდინარეობს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულთან ერთად, თბილისში, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან, ახალი, მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობა მოინახულა.
ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მე-12 კლასის პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განსაზღვრა.
ნუნუ მიცკევიჩმა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სასტიპენდიო პროგრამების გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სასტიპენდიო პროგრამების გამარჯვებულების დაჯილდოების ონლაინ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, საზოგადოებას სიტყვით მიმართა და 28 ახალ სტიპენდიატს წარმატება მიულოცა.
მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა ევროკომისიის კვლევებისა და ინოვაციების მიმართულებით გამართულ ვიდეოკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა ევროკომისიის ორგანიზებით კვლევებისა და ინოვაციების მიმართულებით გამართულ ვიდეოკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა..jpg)
კასპში ახალი პროფესიული კოლეჯის მშენებლობა ფინალურ ეტაპზეა
პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის მიზნით, კასპის მუნიციპალიტეტში პროფესიული კოლეჯის სასწავლო კორპუსის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა და სამშენელო პროექტი ბოლო ეტაპზე, შენობის მატერიალურ-ტექნიკური რესურსით აღჭურვაზე გადავიდა.
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა!
სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიომ ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი პარაკლისი აღავლინა.სიახლეები ვერ მოიძებნა.