სიახლეები

მიხეილ ჩხენკელი: „გილოცავთ ჩვენს უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს!
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სრულიად საქართველოს, უცხოეთში მყოფ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თითოეულ თანამოქალაქეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
მიხეილ ჩხენკელი: „ სახელმწიფოს, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების და კერძო სექტორის თანამშრომლობა სასიკეთოდ ადგება ჩვენს ქვეყანას“
საქართველოში უმაღლესი ხარისხის სპეციალური დამცავშრიანი სამედიცინო დანიშნულების პირბადეების საწარმო „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ პროდუქციის -Faceguard-ის გამოშვებას იწყებს.
საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლების წითელუბნისა და ხურვალეთის სკოლების ყველა მოსწავლეს საჩუქრად პლანშეტები გადაეცა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე და კომპანია „გლობალ სელის“ დირექტორი გიორგი მადუაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლებს წითელუბანსა და ხურვალეთს ეწვივნენ და ადგილობრივი სკოლების ყველა მოსწავლეს საჩუქრად „ჰუავეის" პლანშეტები გადასცეს.
სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მაია ციციშვილის გარდაცვალების გამო
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, თსუ-ს პროფესორის მაია ციციშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ქალბატონი მაიას ოჯახის წევრებსა და კოლეგებს.
მიხეილ ჩხენკელი: „სამინისტროს ახალი პროექტი, ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე სამთო მაშველის გადამზადების პროგრამის აღდგენა, მნიშვნელოვანი ინიციატივაა“
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახალ სასწავლო პროექტს იწყებს, რომელიც სამთო-მაშველის გადამზადების პროგრამის აღდგენას გულისხმობს.
UNICEF საქართველო მიხეილ ჩხენკელის ხელმძღვანელობით განათლების სფეროში ბავშვებისა და ახალგაზრდების ინტერესებზე ორიენტირებულ რეფორმებს უმაღლეს შეფასებას აძლევს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ჩხენკელს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა ღია წერილი გამოუგზავნა, რომელშიც უმაღლეს შეფასებას აძლევს მინისტრის ხელმძღვანელობით განათლების სფეროში ბავშვებისა და ახალგაზრდების ინტერესებზე ორიენტირებულ რეფორმებს.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
წელს პირველად პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის ხანგრძლივობა გაიზარდა და სასურველ პროგრამაზე დარეგისტრირება შესაძლებელია 20 მაისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით კოლეჯების დისტანციური მხარდაჭერით ან/და ონლაინ: www.vet.emis.ge.
მიხეილ ჩხენკელი: „თქვენ გამორჩეული თაობა ხართ და მჯერა, ასეთივე განსაკუთრებულ მომავალს შექმნით!“
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს სკოლის დასრულება მიულოცა, წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ თაობა, რომელიც ახალი გამოცდილებებით, განვითარების ახალი პერსპექტივებითა და პასუხისმგებლობით გამორჩეულია, განსაკუთრებულ მომავალს შექმნის.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ხელმძღვანელობით რექტორთა საბჭოს ონლაინ შეხვედრა გაიმართა
საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ხელმძღვანელობით საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა საბჭოს ონლაინ სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
საქართველოში ფულბრაიტის პროგრამა ფართოვდება
ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში Fulbright-ის პროგრამა აფართოვებს „ინგლისური ენის სწავლების ასისტენტის“ (ETA) პროგრამის საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს უნივერსიტეტებში ინგლისური ენის მაღალი ხარისხით სწავლების ხელშეწყობას.
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა
18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღე მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, საქართველოს მუზეუმებში მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.
სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ აცხადებს მოსწავლეების მიღებას
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ ზაქარია ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, 2020-2021 სასწავლო წლის მისაღები გამოცდებისთვის სააპლიკაციო დოკუმენტაციის მიღებას განახორციელებს ელექტრონულად.
სამინისტროს მიერ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის განხორციელებული აქტივობები არასამთავრობოების მხრიდან პოზიტიურად შეფასდა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სამინისტროს მიერ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის დისტანციური სწავლების კუთხით განხორციელებული აქტივობები გააცნო და მათთან ერთად, სამომავლო პროექტები განიხილა.
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას ანგარიში წარუდგინა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, საზოგადოებას განათლების სისტემის ყველა მიმართულებით დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა.
დისტანციური სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდისტანციური სწავლების ხარისხის ამაღლებისმიზნით არაერთ მნიშვნელოვან პროექტზე აგრძელებს მუშაობას. ამ მიმართულებით მიმდინარე პროექტებზე მინისტრმა მიხეილ ჩხენკლმა ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას ისაუბრა.
მიხეილ ჩხენკელი: „ჩვენ სწრაფი ტემპით შევძლებთ სტუდენტების მომზადებას იმ სამუშაოებისთვის, რომლებიც გაჩნდება ჩვენი დასაქმების ბაზარზე“
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, პრემიერ-მინისტრის დავალებით, კორონავირუსის პანდემიის ფონზე განათლების სფეროს ყველა მიმართულებით ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა.
მიხეილ ჩხენკელი: „ფუნდამენტური და კვლევითი მეცნიერების მნიშვნელობა პანდემიასთან ბრძოლაში ყველასთვის ცხადი გახდა“
განათლების სფეროს ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, მეცნიერების მიმართულებითაც ისაუბრა და ხაზი გაუსვა ქართული მეცნიერების როლს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში.
უნივერსიტეტები დისტანციური სწავლების უკეთ წარმართვის მიზნით სხვადასხვა აპლიკაციებსა და ონლაინ პლატფორმებს იყენებენ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, განათლების სფეროს ყველა მიმართულებით ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა
ეროვნული გამოცდების ორგანიზებისას უსაფრთხოების ყველა ზომა იქნება გათვალისწინებული
კორონავირუსის პანდემიის ფონზე, განათლების სფეროს ყველა მიმართულებით პრეზენტაციის წარდგენისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ეროვნული გამოცდების შესახებ ისაუბრა.
მოსწავლეები წლიური ქულის ამაღლებას დაუბრკოლებლად შეძლებენ
კორონავირუსის პანდემიის ფონზე, განათლების სფეროს ყველა მიმართულებით პრეზენტაციის წარდგენისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სამინისტროს მიერ შემუშავებულ იმ სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც წარმატებულ მოსწავლეთა ინტერესებს, კერძოდ, მათი მხრიდან წლიური შეფასების გაუმჯობესებას უკავშირდება.
მოსწავლეთა შესაფასებლად სამინისტროს მიერ ახალი მოდელი შემუშავდა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ზოგადი განათლების მიმართულებით გამოწვევების გადაჭრის კონკრეტული გეგმების წარდგენისას, ყურადღება გაამახვილა წლის ბოლოს მოსწავლეთა შეფასების საკითხებზე, რის თაობაზეც სამინისტრომ ახალი მოდელი შეიმუშავა.სიახლეები ვერ მოიძებნა.