ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8102

ფილტრი

ნაპოვნია8102

სასწავლო წლის დასრულების ვადები არ შეიცვლება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, კორონავირუსის პანდემიის ფონზე განათლების სფეროს ყველა მიმართულებით ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას, 2019-2020 სასწავლო წლის დასრულების ვადებზეც ისაუბრა, რომელიც დისტანციური სწავლების რეჟიმშიც იგივე დარჩება.

მიხეილ ჩხენკელი: „კრიზისულ სიტუაციაში დაიბადა „ტელესკოლის“ იდეა და უმოკლეს დროში მოხდა რესურსის მობილიზაცია“

მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების სფეროს ყველა მიმართულებით ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა.

საერთაშორისო პარტნიორების შეფასება: პანდემიის პერიოდში განათლების სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები საქართველომ წარმატებით დაძლია

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ COVID-19-ის კრიზისის პირობებში დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს მაღალი შეფასება მისცეს კორპორაცია Microsoft-მა და ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციამ(OECD).

მიხეილ ჩხენკელი: „ზოგადი განათლების სისტემაში დანერგილი დისტანციური სწავლების შედეგების გათვალისწინებით აკადემიური წელი არ გამოცხადდება“

მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების სფეროს ყველა მიმართულებით ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა.

საქართველო Microsoft-ის გლობალურ ინიციატივებში ჩაერთვება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კორპორაცია Microsoft-ის განათლების მიმართულების ვიცეპრეზიდენტ ენტონი სალსიტოსთან ვიდეოკონფერენცია გამართა და მასთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა.

მიხეილ ჩხენკელი: „პანდემიის პერიოდში განათლების სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები დავძლიეთ და ეს სემესტრი შედგა“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლისა (ISET) და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პოლიტიკის ონლაინ სადისკუსიო პანელში მიიღო მონაწილება და შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

OECD-ის განათლების დირექტორატის ხელმძღვანელმა ანდრეას შლაიხერმა საქართველო და ფინეთი დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვის თვალსაზრისით ლიდერ ქვეყანებად დასახელდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კორპორაცია Microsoft-ის მიერ ორგანიზებულ ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის პირველ სამიტში მიიღო მონაწილეობა, საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მათ COVID-19-ის პანდემიის ფონზე საქართველოს განათლების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები გააცნო.

კორპორაცია Microsoft-ის განათლების მიმართულების ვიცეპრეზიდენტი: „ჩვენ შთაგონებული ვართ იმ უზარმაზარი ძალისხმევითა და სიმტკიცით, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ COVID-19-ის კრიზისის საპასუხოდ სისტემის ადაპტაციის დროს გამოავლინა“

კორპორაცია Microsoft-ის განათლების მიმართულების ვიცეპრეზიდენტმა ენტონი სალსიტომ COVID-19-ის კრიზისის პირობებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს მაღალი შეაფასება მისცა:

მიხეილ ჩხენკელი: „ჩვენი გუნდის მთავარი მოტივაციის წყარო ჩვენი ახლაგაზრდები იყვნენ – კრიზისის მიუხედავად, მათთვის ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობები უნდა შეგვექმნა“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კორპორაცია Microsoft-ის მიერ ორგანიზებულ ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის პირველ სამიტში მიიღო მონაწილეობა, საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მათ COVID-19-ის პანდემიის ფონზე საქართველოს განათლების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები გააცნო.

საქართველოში ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF), განათლების კოალიციასა და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

„ვებსკოლა“ - ახალი პროექტი აბიტურიენტებისთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აბიტურიენტებისთვის ახალ პროექტს „ვებსკოლას“ იწყებს, რომელიც მათ მიღებული ცოდნის განმტკიცებისა და ახალი ცოდნის შეძენის შესაძლებლობას მისცემს.

პროფესიული განათლების განვითარების 2020 წლის სამოქმედო გეგმა დონორმა ორგანიზაციებმა განიხილეს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, დონორთა მორიგი საკოორდინაციო შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გამართა. შეხვედრაში ის საერთაშორისო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ, რომლებიც საქართველოში პროფესიული განათლების სფეროში საქმიანობენ და მხარს უჭერენ მიმდინარე რეფორმას.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იულიხის კვლევით ცენტრთან (FZJ) თანამშრომლობის არეალს აფართოებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და იულიხის კვლევით ცენტრს (FZJ) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც, საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი“ (GGSB) ფარგლებში, საქართველოსა და გერმანიას შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარებას ითვალისწინებს.

2020 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია დასრულდა

დასრულდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველთა, ასევე მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეთა რეგისტრაცია.

„კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებული საკონკურსო განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებითა და ბენეფიციართა ინტერესებიდან გამომდინარე, „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებზე, განაცხადების მიღების დასრულების ვადად განისაზღვრა 2020 წლის 1 ივნისის 18:00 საათი; ხოლო კონკურსების ფარგლებში გამარჯვებული პროექტების დაწყების თარიღად - 2020 წლის 15 ივლისი.

„CAPTAIN: Science is the Captain” – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ევროკომისიის კონკურსში წარდგენილმა პროექტმა გამარჯვება მოიპოვა

მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის “Horizon 2020” მარი სკლოდოვსკა-კიურის მიმართულების კონკურსზე „ევროპელ მკვლევართა ღამე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ წარდგენილმა პროექტმა “CAPTAIN: Science is the Captain” გაიმარჯვა და 197 500 ევროს ღირებულების გრანტი მოიპოვა.

ჩატარდა ვებინარი ,,პოსტ Covid 19-ის ეპოქაში ტურიზმის სექტორის აღდგენის სტრატეგიები"

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობითა და გასტრონომიის, კულტურის, ხელოვნებისა და ტურიზმის საერთაშორისო ინსტიტუტის ორგანიზებით, ჩატარდა ვებინარი ,,პოსტ Covid 19-ის ეპოქაში ტურიზმის სექტორის აღდგენის სტრატეგიები".

თენგიზ გაჩეჩილაძეს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს დამსახურებულ სპორტულ ჟურნალისტს, ქართული სპორტის მემატიანეს - თენგიზ გაჩეჩილაძეს, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სპორტის დარგში სამინისტროს უმაღლესი ჯილდო - სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

UNESCO-ს „მონაწილეობის პროგრამა” 2020-2021

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, იუნესკოს საქმეთა ეროვნულ კომისიასთან თანამშრომლობით, მსურველებს სთავაზობს წარმოადგინონ საპროექტო განაცხადები იუნესკოს 2020-2021 წლების „მონაწილეობის პროგრამის” ფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად.

„Compendium of Cultural Policies & Trends“ საქართველოში ონლაინ რეჟიმში განხორციელებულ კულტურულ პროექტებს დადებითად აფასებს

ევროპის საბჭოს მიერ დაარსებულმა ასოციაციამ „Compendium of Cultural Policies & Trends“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ონლაინ რეჟიმში შეთავაზებული კულტურული ღონისძიებების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

დღეს დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა

შეუფასებელი, ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის საკვანძო მნიშვნელობისაა ღვაწლი, რაც მან კავკასიაში პირველი ევროპული ტიპის უმაღლესი სკოლის, ქართული უნივერსტეტის დაარსებისათვის გასწია. უდიდეს მეცნიერულ-საგანმანათლებლო მნიშვნელობასთან ერთად, ეს მოვლენა იქცა გადამწყვეტ ნაბიჯად საქართველოს დამოუკიდებლობისკენ და დღესაც დიდწილად განაპირობებს ჩვენს სწრაფვას განვითარებისკენ.