სიახლეები

მიხეილ ჩხენკელი: „COVID-19-ის პანდემიამ მთელს სამყაროს დაანახა, რომ ხელოვნება ახლა კიდევ უფრო გვაახლოებს, ვიდრე ოდესმე“
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა UNESCO-ს მიერ ორგანიზებულ ონლაინ მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო, 132 ქვეყნის 206 წარმომადგენელს სიტყვით მიმართა და მათ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ის ნაბიჯები გააცნო, რომლებიც სახლში დარჩენილთათვის კულტურული სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გადაიდგა.
ქართველ გოგონათა წარმატება მათემატიკის საერთაშორისო ონლაინ ოლიმპიადაზე
დასრულდა მოსწავლე გოგონათა შორის ევროპის მათემატიკური ოლიმპიადა (EGMO 2020), რომელიც წელს მსოფლიო პანდემიის გამო, ვირტუალურ რეჟიმში ჩატარდა. ყოველწლიურად აღნიშნულ ოლიმპიადაში ევროკავშირის ქვეყნების გარდა, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. მიმდინარე წელს მასში 52 ქვეყნის, 204 საუკეთესო მოსწავლე იყო ჩართული.
საქართველოს სკოლებში საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა GLOBE-ის განხორციელება იწყება
საქართველოში საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამა GLOBE დაინერგება. პროგრამის ოფიციალური გახსნის მიზნით, 22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღეს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და CENN – კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ონლაინ რეჟიმში გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა ჯანაშიამ მოაწერეს.
პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები შეიცვალა
კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, პირველკლასელთა და მათი მშობლების ინტერესების გათვალისწინებით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ახალი ვადები დადგინდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სამძიმარი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს დიდი ქართველი კინორეჟისორის, სცენარისტის, მსახიობისა და მხატვრის რეზო ესაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, კოლეგებს და სრულიად საქართველოს.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის წინასააღდგომო მიმართვა:
ძვირფასო თანამემამულენო, გულითადად გილოცავთ მოახლოებულ აღდგომის დღესასწაულს, ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის უდიდესს!
18 აპრილი ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო დღეა
18 აპრილს ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1984 წელს UNESCO-სა და ICOMOS-ის (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) გადაწყვეტილებით დაწესდა და მას მთელი მსოფლიო აღნიშნავს.
UNESCO-ს გენერალურმა დირექტორმა ოდრი აზულაიმ მიხეილ ჩხენკელს ონლაინ მინისტერიალში მონაწილეობისა და სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა
UNESCO-ს გენერალურმა დირექტორმა ოდრი აზულაიმ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ჩხენკელს ოფიციალური წერილი გამოუგზავნა და 30 მარტს UNESCO-ს მიერ ორგანიზებულ ონლაინ მინისტერიალში მონაწილეობისა და სიტყვით გამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა.
15 აპრილი ხელოვნების საერთაშორისო დღეა
15 აპრილი ხელოვნების მსოფლიო დღეა, რომელიც UNESCO -ს ეგიდითა და ხელოვნების საერთაშორისო ასოციაციის ინიციატივით აღინიშნება.
არაქართულენოვანი გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიები
არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გამომცემლობები გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების ელექტრონულ ვერსიებზე უფასო წვდომას სთავაზობენ:
მიხეილ ჩხენკელი: „მადლობას ვეუბნებით ყველას, ვინც 42 წლის წინ, სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა“
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დედა ენის დღეზე: „დღეს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს აღვნიშნავთ.
სკოლებში სასწავლო პროცესის აღდგენამდე მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში სკოლის მანდატურებიც ჩაერთვებიან
ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მუშაობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.
„ტელესკოლის“ პროექტში ეთნიკური უმცირესობებისთვის უკვე არსებულ გაკვეთილებს სხვადასხვა საგანი დაემატა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტი „ტელესკოლა“ 30 მარტს დაიწყო და წარმატებით გრძელდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დამხმარე ქართულენოვანი ელექტრონული რესურსების განვითარებაზე აქტიურად მუშაობს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტის ფარგლებში აძლიერებს დამხმარე ქართულენოვანი ელექტრონული რესურსების შექმნასა და მათ განვითარებაზე მუშაობას.
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა მაღალი შეფასება მისცა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ მყისიერ ნაბიჯებს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან ღასან ხალილთან ვიდეოკონფერენცია გამართა. შეხვედრის ძირითად მიზანს COVID-19-ის 2020 წლის პანდემიით განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად უკვე გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების განხილვა წარმოადგენდა.
მსოფლიოში სამართლიანი თამაშის დღე აღინიშნება
მსოფლიოს ანტი-დოპინგური სააგენტო (WADA) და სპორტული საზოგადოება სამართლიანი თამაშის დღეს აღნიშნავს. Play True Day - 2014 წლიდან აღინიშნება. მისი მიზანია სპორტის უმთავრესი ღირებულებების დაცვა, რაც სპორტსმენთათვის სამართლიანი გარემოს შექმნას გულისხმობს. ამჯერად, ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილ აქტივობებს, მსოფლიოში მიმდინარე ცნობილი მოვლენების გამო, განსხვავებული ფორმა აქვს.
მიხეილ ჩხენკელი: „9 აპრილის ერთიანობა და თანადგომა კვლავაც გვმატებს ძალას და უკეთესი ხვალინდელი დღის რწმენას“
9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 31 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათასობით კი დაშავადა.
6 აპრილი სპორტის საერთაშორისო დღეა
6 აპრილს მსოფლიო სპორტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. პირველად ამ დღის აღნიშვნის ისტორიაში, საერთაშორისო ორგანიზაციის „მშვიდობა და სპორტი“ გადაწყვეტილებით, სპორტის დღისადმი მიძღვნილმა ღონისძიებებმა და აქტივობებმა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. წელს ამ ღონისძიების მთავარი მესიჯი მსოფლიო მასშტაბით არის „მე ვრჩები სახლში და ვვარჯიშობ“.
OECD-ის ანგარიშში საქართველო დისტანციური სწავლების კუთხით ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად არის შეფასებული
ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციამ (The Organisation for Economic Co-operation and Development – OECD) COVID-19-ის 2020 წლის პანდემიით განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად ანგარიში გამოაქვეყნა.
სპორტის საერთაშორისო დღე 2020 წელს განსხვავებული ფორმატით აღინიშნება
6 აპრილს, მსოფლიო სპორტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. პირველად ამ დღის აღნიშვნის ისტორიაში, საერთაშორისო ორგანიზაციის „მშვიდობა და სპორტი“ გადაწყვეტილებით, სპორტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები და აქტივობები ონლაინ სივრცეში გადაინაცვლებს. წელს ამ ღონისძიების მთავარი მესიჯი მსოფლიო მასშტაბით იქნება „მე ვრჩები სახლში და ვვარჯიშობ“.
კულტურა ონლაინ სივრცეში
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, მრავალფეროვანი და საინტერესო კულტურული აქტივობები ონლაინ რეჟიმში ხორციელდება. სამინისტროს სისტემაში შემავალი კულტურული ორგანიზაციები საზოგადოებას ონლაინ სპექტაკლებს, კინოჩვენებებს, კონცერტებსა და სხვა საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.სიახლეები ვერ მოიძებნა.