ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8104

ფილტრი

ნაპოვნია8104

ბათუმი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს 6-13 აპრილს უმასპინძლებს

2019 წლის ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში 6-13 აპრილს ბათუმში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ჩატარების უფლება საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ 2017 წელს ოფიციალური განაცხადის წარდგენის შემდეგ, ევროპის ფედერაციის კონგრესზე მოიპოვა.

თბილისის ისტორიის მუზეუმში არტ ინკუბატორი გაიხსნა

30 იანვარს, თბილისის ისტორიის მუზეუმ „ქარვასლაში“ არსებულ „თბილისის კრეატულ ცენტრში“ არტ-ინკუბატორი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები მიხეილ გიორგაძე და ლევან ხარატიშვილი, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და BTU - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ანდრო რურუა უძღვებოდნენ.

მიხეილ ბატიაშვილი: „ქვეყნის განვითარება და ხარისხიანი განათლება მეცნიერების გარეშე წარმოუდგენელია“

განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილესთან, ირინა აბულაძესთან და სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორთან ზვიად გაბისონიასთან ერთად, საზოგადოებას მეცნიერების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

ELSEVIER-ის სამეცნიერო ბაზებზე წვდომა კერძო უნივერსიტეტებსაც მიეცემათ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მეცნიერების მიმართულებით განსახორციელებელი პროექტების წარდგენისას ELSEVIER-ის სამეცნიერო ბაზებზე წვდომის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რაც საერთაშორისო სამეცნიერო კვლევების ხელმისაწვდომობას გაზრდის.

2019 წელს საქართველო EURAXESS-ში გაწევრიანდება

„2019 წელს საქართველო ევროკომისიის ინიციატივაში EURAXESS-ში გაწევრიანდება,“- ამის შესახებ დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მეცნიერების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეების პრეზენტაციისას განაცხადა.

ქართველი მეცნიერებისთვის ახალი რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალი „Georgian Science“ გამოიცემა

„ქართველი მეცნიერებისთვის ახალი რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალი „Georgian Science“ გამოიცემა,“ – ამის შესახებ დღეს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ მეცნიერების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეების პრეზენტაციაზე განაცხადა.

5 მაისს საქართველო მეექვსედ ირბენს მსოფლიოსთან ერთად

მსოფლიო რბენა, ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში 5 მაისს, 15:00 საათზე, კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან, კავკასიონის ქედის გასწვრივ უკვე მეექვსედ გაიმართება.

შეხვედრა საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებთან

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა იმ სტუდენტებთან, რომლებიც უცხო ქვეყანაში სწავლობენ და სწავლის გაგრძელებას საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გეგმავენ.

სამშენებლო სექტორში პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ (ICCA), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, თანამშრომლობის ფორუმს „პროფესიული უნარები მშენებლობისთვის, მშენებლობა პროფესიული უნარებისთვის“ უმასპინძლა.

გარდაიცვალა „ხელბურთის პელედ“ წოდებული მსოფლიოს ვარსკვლავი ჯემალ ცერცვაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს, დიდი ქართველი ხელბურთელის, მსოფლიო ხელბურთის ვარსკვლავის ჯემალ ცერცვაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და მეგობრებს. ქართული და მსოფლიო ხელბურთის მაესტრო, „ხელბურთის პელედ“ წოდებული ჯემალ ცერცვაძე 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ანიმაციების კონკურსი - „გაცოცხლებული სურათები“

ნიკო ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებისთვის ჩატარდა ანიმაციების კონკურსი - „გაცოცხლებული სურათები“. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს VII-XII კლასის მოსწავლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კატეგორიაში გაიმარჯვეს.

განათლების რეფორმის ფარგლებში პრეზენტაციები გრძელდება

განათლების რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შეფასების ახალი სისტემის შექმნასა და დანერგვას გულისხმობს. შეფასების ახალ მოდელზე მუშაობა ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს.

21-ე საუკუნის მუზეუმების დაპროექტება და მართვა სემინარი ეროვნულ მუზეუმში

28 იანვარს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა სემინარი სახელწოდებით "21-ე საუკუნის მუზეუმების დაპროექტება და მართვა". ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა, საქართველოში იტალიის ელჩმა ენრიკო ბარტოლიმ და ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ გახსნეს.

სამეგრელოს რეგიონში სასკოლო ინფრასტრუქტურა ბევრ სკოლაში მოწესრიგდება

მიმდინარე წელს სამეგრელოს რეგიონში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერათად, 20-ზე მეტ საჯარო სკოლაში სხვადასხვა ინფრასტრუქტულ სამუშაოს განახორციელებს.

სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს თემურ მაჭავარიანის გარდაცვალების გამო

“საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი მხატვრის, ეროვნული პრემიის ლაურეატის თემურ (თემო) მაჭავარიანის გარდაცვალების გამო.

სოფელ ნაბეგერაოში ევროპული სტანდარტების სკოლა გაიხსნა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ, ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან, ზვიად როსტომაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მორიგი საჯარო სკოლა ამჯერად, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოში გახსნა.

განათლების საერთაშორისო ცენტრისა და პარტნიორი ორგანიზაციების ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების პრეზენტაცია

25 იანვარს, განათლების საერთაშორისო ცენტრმა პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად 2019-2020 სასწავლო წლისათვის სამი სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადა.

ქალაქ კასპში რეგიონული მნიშვნელობის პროფესიული სასწავლებელი და ახალი სკოლა შენდება

კასპის მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას დღეს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე გაეცნო.

რუსთაველის ფონდის ახლადშექმნილ ტრენინგ ცენტრში შვეიცარიელი ექსპერტების მიერ შვეიცარიაში კვლევითი პერსპექტივებისა და დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ ტრენინგი გაიმართა

განათლების რეფორმის ფარგლებში, რომელიც ევროპის წამყვანი ქვეყნების სამეცნიერო სტრუქტურებში ქართველი მეცნიერების მაქსიმალურ ინტეგრაციას ითვალისწინებს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი, რომელსაც წარუძღვა ფონდის მიერ სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის მოწვეული ექსპერტი, შვეიცარიის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენელი, ბატონი ტიმოთი რაიანი.

განათლების რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი ინოვაციური პროექტების პრეზენტაცია

განათლების რეფორმის ფარგლებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ჯგუფის ხელმძღვანელთან ნიკა დობორჯგინიძესა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგოების მიმართულების ექსპერტთან სანდრო ასათიანთან ერთად საზოგადოებას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია წარუდგინა.

საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGS) ეროვნული საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ეროვნულმა საბჭომ საქართველოში მიღწეული წარმატებისა და არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელა. საბჭოს სხდომას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ნათია ზედგინიძე დაესწრო, რომელმაც განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.