ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8109

ფილტრი

ნაპოვნია8109

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვახტანგ როდონაიას ოთახი გაიხსნა

ეროვნულ ბიბლიოთეკაში, კორპუს ვახტანგ მეექვსეში, ლიტერატორის და პედაგოგის, ვატო როდონაიას ოთახი გაიხსნა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ბატონი ვატო და მისი ჯგუფი პირველი იყო, ვინც დამოუკიდებელ საქართველოში ლიტერატურის სწავლების პრობლემატიკა გადაიაზრა და გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა სკოლის საბჭოური მემკვიდრეობისგან გასათავისუფლებლად, ახალი, შემოქმედებითი მიდგომებისა და ამ მიდგომებზე დაფუძნებული სახელმძღვანელოების დასამკვიდრებლად. უდავოა, რომ ვატო როდონაიას სახელსა და მემკვიდრეობასთან დაკავშირებული სივრცე მალე იქცევა მიმზიდველ და საყვარელ ადგილად ადამიანებისათვის, ვისთვისაც ფასეულია ლიტერატურა და ხელოვნება, სწრაფვა ახლებური აზროვნებისაკენ.

ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღე 126-ე საჯარო სკოლაში

ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს თბილისის 126-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანტიბულინგური კამპანია გამართეს. ღონისძიების ფარგლებში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე შექმნილი პოსტერები გამოფინეს და სკოლის ეზო თემატური სიმბოლოებით მოხატეს. საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა, ძალადობის თემაზე დებატები გამართეს და კამპანია მათ მიერ შექმნილი ფილმის ჩვენებით დაასრულეს. 126-ე სკოლას დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ლია გიგაური სტუმრობდა.

მინისტრმა პროფესიული განათლების საკითხები შვეიცარიის დელეგაციასთან განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, განვითარებისა და თანამშრომლობის შვეიცარიის სააგენტოს გენერალურ დირექტორს, მანუელ ზაგერს, სააგენტოს ევრაზიის განყოფილების უფროსს, კლაუდიო ტონიოლას, შვეიცარიის ელჩს საქართველოში, ლუკას ბელინგერს, შვეიცარიის თანამშრომლობის სამსახურის დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, ოლივიერ ბიურკსა და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ხელმძღვანელს საქართველოში, ბექა თაგაურს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იქნა განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეები და პროფესიული განათლების მზარდი როლი ამ პროცესში.

ბულინგთან ბრძოლის დღე კლასიკურ გიმნაზიაში

ბულინგის წინაღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში კეთილგანწყობის, სითბოს და სიკეთის ურთიერთგაცვლით დაიწყო. სკოლის ფოიეში გულის ფორმის ფერადი ბუშტები საოცარ გარემოს ქმნიდა. ბავშვებმა ფერადი სტიკერებით სკოლის კედლებზე გულები, ღიმილი და პოზიტიური ენერგიის გამომხატველი მესიჯები გამოხატეს.

ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაზე განაცხადების მიღება იწყება

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის გამოცხადების ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ელიზაბეთ რუდთან და საქართველოს ბანკის დირექტორთან, კახა კიკნაველიძესთან ერთად მიიღო.

ქართველი მოსწავლეები ქიმიის ოლიმპიადაზე

ი.ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლის ინიციატივითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით, საქართველოს ნაკრები გუნდი, ქიმიაში მენდელეევის 52-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე იმყოფებოდა.

ქართველი მოსწავლეების წარმატება მათემატიკის ოლიმპიადაზე

კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა, საქართველოს ნაკრების სახელით, მოსწავლე გოგონათა შორის ევროპის მათემატიკური ოლიმპიადაზე, ვერცხლის მედლები, წამახალისებელი დიპლომი და გუნდური შედეგით ევროპაში მე-15 ადგილი მოიპოვეს. ოლიმპიადა იტალიის ქალაქ ფლორენციაში გაიმართა და მასში მონაწილეობას 52 ქვეყნის 195 მოსწავლე გოგონა იღებდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იყვნენ: თამარ კორკოტაშვილი, თინათინ ქოქოშვილი, ანა ონოფრიშვილი და მზია აბჟანდაძე.

თბილისის ღია უნივერსიტეტში სამართლისა და ეკონომიკის ცენტრი გაიხსნა

თბილისის ღია უნივერსიტეტში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისა და თბილისის ღია უნივერსიტეტის თანამშრომლობის საფუძველზე, სამართლისა და ეკონომიკის ცენტრი დაარსდა.

მიხეილ ჩხენკელი კავკასიის, თურქეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალურ დირექტორს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, სამუშაო შეხვედრა გამართა გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) კავკასიის, თურქეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალურ დირექტორთან მაია ავრამოვსკასთან და ამავე ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან ლალი სანთელაძესთან.

შეხვედრა პედაგოგებთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, აჭარის მუნიციპალიტეტების პედაგოგებს, დირექტორებს და რესურსცენტრის ხელმძღვანელებს ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილი ის სიახლეები გააცნო, რომელთა განხორციელება უკვე დაწყებულია.

ფრანგული ენის მასწავლებელთა კონფერენცია

თბილისის 23-ე საჯარო სკოლის ორგანიზებით, ფრანგული ენის პირველი კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, საფრანგეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა.

მიხეილ ჩხენკელმა რექტორთა საბჭო გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა რექტორთა საბჭოს სხდომა გამართა, სადაც სახელმწიფო და კერძო უმაღლესი დაწესებულებების ხელმძღვანელებთან, უმაღლესი განათლების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის უმაღლესი განათლების დაფინასების ახალ მოდელი განიხილა.

ინგლისურის ენის მართლწერის ნაციონალური კონკურსი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ენის მართლწერის კონკურსის ეროვნული-საფინალო რაუნდი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ გახსნა.

მიხეილ ჩხენკელმა ბათუმის უნივერსიტეტის განახლებული სასწავლო კორპუსები დაათვალიერა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბოლო პერიოდში რამდენიმე ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. აჭარის მთავრობისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით რეაბილიტირდა და აღიჭურვა უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის სასწავლო კორპუსი.

მიხეილ ჩხენკელმა აჭარაში საგანმანათლებლო დაწესებულებები დაათვალიერა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, აჭარაში საგანმანათლებლო დაწესებულებები დაათვალიერა, რომლის ფარგლებში ბათუმის პროფესიულ კოლეჯ „ბლექსს“ ეწვია. მინისტრი კოლეჯის ინფრასტრუქტურას გაეცნო და იმ საჭიროების შესახებ მიიღო ინფორმაცია, რაც ახლო მომავალში სტუდენტებისთვის თანამდეროვე სასწავლო გარემოს შექმნის.

სამეწარმეო განათლების ფორუმი გაიმართა

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის ფარგლებში სამეწარმეო განათლების ფორუმი გაიმართა, რომლის მიზანს ორგანიზაციის Junior Achievement Georgia საქართველოში მოღვაწეობის შედეგების და დაგეგმილი ღონისძიებების დაინტერესებული მხარეებისთვის გაცნობა წარმოადგენდა. Junior Achievement საქართველოში 2002 წლიდან მოღვაწეობს და მისი მიზანია „ახალგაზრდების მომზადება გლობალურ ეკონომიკაში წარმატების მისაღწევად“.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი სასწავლო კორპუსი ექნება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს თანამედროვე სტანდარტების სამსართულიანი სასწავლო კორპუსი შეემატება. მშენებლობისთვის ორ მილიონ ნახევარზე მეტი ლარია გათვალისწინებული. შენობა სამსართულიანი იქნება, სადაც განთავსდება თანამედროვედ აღჭურვილი აუდიტორიები, კაბინეტ-ლაბორატორიები, საკონფერენციო დარბაზი. კორპუსი ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე, მოეწყობა პანდუსი, დამონტაჟდება ლიფტი. შენობაში დაცული იქნება უსაფრთხოების ნორმები. ახალი კამპუსი ექსპლუატაციაში 2018 წლის დეკემბერში შევა.

ტექნიკური დახმარება პროფესიული განათლების გაძლიერებისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ჯენერ ედელმანმა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში, ტექნიკური დახმარების შედეგების შემაჯამებელი კონფერენცია გახსნეს.

პროფესიული განათლების რეფორმის საჯარო შეფასება

პროექტის „რეფორმეტრი“ ფარგლებში პროფესიული განათლების რეფორმის საჯარო შეფასება გაიმართა, რომელსაც დაინტერესებული ჯგუფების წარმომადგენლებთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი დაესწრო.

საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღება იწყება

განათლების საერთაშორისო ცენტრში საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთათვის სასტიპენდიო პროგრამები გამოცხადდა. კონკურსი გამოცხადდა შემდეგ პროგრამებზე: საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა; საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა - გულისხმობს შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე საჭირო კვალიფიციური კადრების მომზადებასა და მათი დასაქმების ხელშეწყობას;

ქეთევან ნატრიშვილმა ევროკავშირის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველო განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, ევროპის განათლების ფონდის (ETF) მხარდაჭერით ევროკავშირის დელეგაციას უმასპინძლა.