ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8109

ფილტრი

ნაპოვნია8109

ფრანგულ მხარესთან მეცნიერების მხარდასაჭერი მემორანდუმი გაფორნდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და საქართველოში საფრანგეთის ინსტიტუტის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მოსწავლეებითვის ექსკურსია/ლაშქრობები მოეწყობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საჯარო სკოლის მასწავლებლებთან და მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, რომლის მიზანს მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების ჩართულობით ექსკურსია/ლაშქრობების ორგანიზება წარმოადგენდა.

,,ოლიმპიზმი'' - საგანმანათლებლო პროექტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის - ,,ოლიმპიზმი''- დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

ლაგოდეხის ფილიალი პროფესიული სტუდენტების მისაღებად მზადაა

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია წარმატებით მიმდინარეობს კაჭრეთის პროფესიული კოლეჯის „აისი“ ლაგოდეხის ფილიალში, სადაც მიღება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდისა და სატყეო საქმის სპეციალობებზე ხორციელდება.

მიხეილ ჩხენკელი აზერბაიჯანის ნავთობისა და ინდუსტრიის უნივერსიტეტს ეწვია

ბაქოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, აზერბაიჯანის ნავთობისა და ინდუსტრიის უნივერსიტეტს ეწვია, სადაც რექტორს, მუსტაფა ბაბანლის, და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.

მთავრობისა და პარლამენტის წევრები პროფესიული პროგრამების შინაარსზე მსჯელობენ

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრების ინიციატივით კაჭრეთში, საზოგადოებრივ კოლეჯში „აისი“ შეხვედრა გაიმართა, რომელიც ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნის პროფესიულ პროგრამებში ასახვას მიეძღვნა.

საქართველო და აზერბაიჯანი განათლების კუთხით მჭიდროდ ითანამშრომლებენ

აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების სამინისტროში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და აზერბაიჯანის განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ჯეიჰუნ აზიზ ოღლუ ბაირამოვმა განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

საქართველოს IAUP-ის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ეწვევა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ინან გალალის შეხვდა და უმაღლესი განათლების კუთხით არსებული გამოწვევები, მათ შორის სტუდენტთა საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხები განიხილეს.

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციის პროცესის დასრულებამდე დარჩა 2 დღე

შეგახსენებთ, რომ მიმდინარეობს პროფესიულ საგანმანთლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს, 22 აპრილის ჩათვლით, გაქვთ შესაძლებლობა, დარეგისტრირდეთ თქვენთვის სასურველ საგანმანათლებლო პროგრამაზე და სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლოთ პროფესიებს ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.

თბილისისა და ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ბაქოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია და რექტორს, აბელ მაჰერამოვს შეხვდა.

ახალქალაქის სოფელ კარტიკამში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

ახალქალაქის სოფელ კარტიკამის 300-ზე მეტი მოსწავლე დღეიდან უმაღლესი სტანდარტების, თანამედროვედ აღჭურვილ სკოლში აგრძელებს სწავლას. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ სრულად რეაბილიტირებული შენობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დირექტორმა მაგდა მაღრაძემ გახსნეს.

რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან საკოორდინაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებს, რომელთა საპასუხოდ რესურსცენტრების ხელმძღვანელებმა რეკომენდაციები მიიღეს. მონაწილეები ასევე გაეცნენ სამინისტროს მიერ ინიცირებულ ახალ პროექტებს და ახალი სასწავლო წლის სიახლეებს.

ალექსანდრე თევზაძე ბელარუსის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე თევზაძემ ბელარუსიის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების დეპარტამენტის დირექტორთან, ბელარუსიის რესპუბლიკური ინსტიტუტის პროფესიული განათლების რექტორთან და ბელარუსის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართა.

მიხეილ ჩხენკელი რეგიონში წამყვან ADA-ის უნივერსიტეტის რექტორს შეხვდა

ბაქოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა რეგიონში წამყვან, ADA-ის უნივერსიტეტის რექტორ ჰაფიზ პაშაევთან შეხვედრა გამართა და უმაღლესი განათლების კუთხით, საერთაშორისო დონეზე არსებული აქტუალური საკითხები განიხილა.

ქართულ და აზერბაიჯანულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა გაღრმავდება

ბაქოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს უნივერსიტეტების რექტორებთან ერთად, აზერბაიჯანის უნივერსიტეტების რექტორებს შეხვდა.

მიხეილ ჩხენკელი: „დადგა დრო მთავარი გამოწვევა განათლების ხარისხის ამაღლება გახდეს“

ბაქოში მიმდინარე უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) ყოველწლიურმა კონფერენციამ „გლობალიზაცია და ახალი გამოწვევები უმაღლეს განათლებაში“ სტარტი დღეს ბაქოში აიღო. კონფერენციის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აზერბაიჯანის ნავთობისა და ინდუსტრიის უნივერსიტეტს ამ ღონისძიების ორგანიზებისათვის და ასევე, საქართველოს უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.

უმაღლესი განათლების მიმართულებით საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა გაღრმავდება

ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მყოფი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აზერბაიჯანის განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ჯეიჰუნ აზიზ ოღლუ ბაირამოვს შეხვდა, რომლებმაც ორი ქვეყნის განათლების სისტემის წარმატებასა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

თელავში გერმანული სტანდარტის პროფესიული კოლეჯი ამოქმედდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (GIZ) რეგიონალურ დირექტორს, როლანდ სტეურერს, პროფესიული განათლების პროგრამის დირექტორს კატია კამერერს და გერმანიის ელჩს საქართველოში დანიელ ჰაასს შეხვდნენ.

აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობა გრძელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, ვერნერ ლიპახსა და საქართველოში ბანკის ადგილობრივ წარმომადგენელს, იეშინ ელჰან-კაიალარს შეხვდა.

კავკასიის რეგიონში პირველად მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი MIT გლობალურ სტარტაპ ლაბს შექმნის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) რექტორმა მიშა ბატიაშვილმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან (MIT) თანამშრომლობის დეტალები განიხილეს, რომლის თანახმად, თბილისში MIT-ს მხარდაჭერით, გლობალური სტარტაპ ლაბი შეიქმნება.

ღია კარის დღე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნიკური გადამზადების ცენტრის პროექტის ფარგლებში შემუშავებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროფესიულ პროგრამებზე საგაზაფხულო მიღებასთან დაკავშირებული ღია კარის დღე გაიმართა.