სიახლეები
საჯარო-კერძო პარტნიორობა
პროფესიული განათლების რეფორმის მიმართ კერძო სექტორის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ასევე კერძო სექტორის მეტი ჩართულობის, მისი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროცესების დაგეგმვასა და განხორციელებაში, სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინიციატივით შეხვედრა გაიმართა.პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია გრძელდება
22 აპრილის ჩათვლით პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.მიხეილ ჩხენკელი პოლონეთის პარლამენტის წევრს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პოლონეთის პარლამენტის წევრს მალგორ ზატაგოსიევსკას შეხვდა. მხარეებმა საქართველო პოლონეთს შორის კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში ურთიერთობაზე ისაუბრეს და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
პროექტი „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“
დედაენის დღესთან დაკავშირებით, პროექტის „მე მიყვარს ქართული ენა - ჩემი სახელმწიფო ენა“ ფარგლებში, საქართველოს ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მუშაობს პროგრამა 1+4, მოსამზადებელი განყოფილების არაქართულენოვანმა სტუდენტებმა დაწერეს კარნახი ქართულ ენაში. ჟიურიმ მათგან 3 საუკეთესო ნაშრომის ავტორი შეარჩია. გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.კონკურსის „ჩემი პირველი ქართული როლი“ გამარჯვებულების დაჯილდოება
სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების მოსწავლეებისთვის ქართულენოვანი სპექტაკლების კონკურსი სახელწოდებით „ჩემი პირველი ქართული როლი“ ჩაატარა, რომლის ფინალიც დედაენის დღეს რუსთაველის თეატრში გაიმართა.ქართული ენის კვირეული - დაჯილდოების ცერემონია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღეს, მოძრაობის „არა ბარბარიზმებს" ფარგლებში, სკოლის მოსწავლეთა კონკურსში „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას!“ გამარჯვებული კონკურსანტების და ქართული ენის სწავლებისა და პოპულარიზებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.კონფერენცია სახელწოდებით „უსაფრთხო სკოლა“ გაიმართა
უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია, სწორედ ამ თემას მიეძღვნა დღეს კონფერენცია, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა იმ პროექტებზე, რაც აუცილებელია სკოლებში უსაფრთხო და პოზიტიური გარემოს უზრუნველსაყოფად, რათა მოსწავლეებს საშუალება ჰქონდეთ სრულად გამოავლინონ პოტენციალი, გახდნენ აქტიური მოქალაქეები და მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის განვითარებაში.ახალი პროექტი ქართული ენის ხელშეწყობისთვის
ქართული ანბანის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, პროექტის „წერექართულად“ ავტორი თიბისი ბანკი, ახალი პროექტს იწყებს. ახალი პროექტი „ქართულად“, მიზნად ისახავს Microsoft-ის კომპიუტერული პროგრამების ქართულენოვანი ვერსიების შექმნას.
ინოვაციის კონკურსში გამარჯვებული გუნდი NASA-ში გაემგზავრება
ათასწლეულის გამოწვევების ფონდმა ინოვაციების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. პირველი ადგილზე გიმნაზია AIA GESS-ის პროექტი "რობოტი ლაბორანტი" გავიდა. პროექტის ავტორი მოსწავლეები აშშ-ში NASA-ს კოსმოსურ ცენტრში გაემგზავრებიან და საგანმანათლებლო პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კამპუსი გაიხსნა
კავკასიის უნივერსიტეტი ფუნქციონირებას ახალ, სრულიად განახლებულ სასწავლო კორპუსში აგრძელებს. უნივერსიტეტი ინფრასტრუქტურითა და აღჭურვილობით, ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და მასშტაბურია საქართველოში, აღსანიშანვია, რომ თავად შენობა, 1909 წელს არის აშენებული და აქ წლების მანძილზე მთელი კავკასიის მასშტაბით ცნობილი სასწავლო დაწესებულებები ფუნქციონირებდა.
კოლეჯი „მერმისი“ საგაზაფხულო მიღებისთვის ემზადება
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს პროფესიულ კოლეჯში „მერმისი“, სადაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი რეგისტრაციის პროცესს გაეცნო, მომავალ სტუდენტებს შეხვდა და სასწავლო გარემო დაათვალიერა.
მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა მარტინმა, იმ პროგრესის შესახებ იმსჯელეს, რომელსაც ცოტა ხნის წინ, მათ შორის გამართული შეხვედრის შემდეგ მიაღწიეს.
შშმ პირებისთვის ღია კარის დღე გაიმართა
პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციის ფარგლებში, პროფესიულ კოლეჯში „იკაროსი“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულებმა, დაინტერესებულ პირებს პროფესიული პროგრამების, რეგისტრაციისა და ჩარიცხვის პროცედურების შესახებ საკუთრი გამოცდილება გაუზიარეს და კულინარიის მიმართულებით საჩვენებელი გაკვეთილი ჩაუტარეს.პროექტი „ჩვენი ჯარი“
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად მასშტაბურ პროექტს - „ჩვენი ჯარი“ იწყებს. პროექტის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები თბილისისა და საქართველოს რეგიონების სკოლებში, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიის, მიზნებისა და ამოცანების, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, სავალდებულო და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის, რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფციის, შეიარაღებულ ძალებში განათლების შესაძლებლობების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების, საერთაშორისო მისიებში და საერთაშორისო წვრთნებსა და სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ ლექციებს წაუკითხავენ. პროექტის მიზანი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებაა. პროექტი 10 აპრილიდან იწყება და საქართველოს რეგიონებს ეტაპობრივად მოიცავს.პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება
2018 წლის 10 აპრილიდან 22 აპრილის ჩათვლით პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2018-2019 სასწავლო წლისათვის. რეგისტრაცია განხორციელდება 3 ეტაპად: I ეტაპი: 2018 წელი, 10 აპრილი - 27 აპრილი რეგისტრაცია განხორციელდება სკოლებში. რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები: • რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; • რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია; • რომლის ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში;
მინისტრი და მისი მოადგილეები თსუ-ს სტუდენტებს შეხვდნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მისი მოადგილეები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ახალგაზრდებს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეები გააცნეს. საუბარი შეეხო, როგორც ზოგადი, ისე პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებებს, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი დანაშაულის პრევენციის ცენტრთან მჭიდროდ თანამშრომლობს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა და იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრს შორის თანამშრომლობა გრძელდება.
საინფორმაციო შეხვედრა ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან
პროფესიულ განათლებაში კერძო კომპანიების ჩართულობის მიზნით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ), „შუხმან ვაინს ჯორჯია“-ში ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.თბილისის მე-100 საჯარო სკოლას ახალი შენობა ექნება
თბილისის მე- 100 საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალი სასწავლო წლიდან სწავლას ახალ შენობაში გააგრძელებენ. უახლესი სტანდარტებით მიმდინარე სკოლის მშენებლობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სკოლაში გაეცნო, სადაც სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია და ამჟამად შიდა და გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
სამოქალაქო უსაფრთხოება მოზარდებსა და ახალგაზრდებში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.სიახლეები ვერ მოიძებნა.