სიახლეები
მსოფლიო აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების დღეს აღნიშნავს
დღეს აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღეა. 2010 წლიდან 2 აპრილი საქართველოშიც აღინიშნება. ამ დღისთვის, თბილსის 72-ე საჯარო სკოლის აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეებმა თავიანთ თანატოლებთან ერთად სპეციალური პროგრამა მოამზადეს, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დაესწრო.პროფესიული განათლების დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით, იმ საერთაშორისო, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენელთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა, რომლებიც საქართველოში პროფესიული განათლების სფეროში საქმიანობენ.
ფრანგულ უნივერსიტეტში ქართული ენის კათედრა გაძლიერდება
პარიზის აღმოსავლური ენებისა და ცივილიზაციების უნივერსიტეტში (INALCO) წარმატებით ფუნქციონირებს ქართული ენის კათედრა. იმ მიზნით, რომ მოხდეს კათედრის შენარჩუნება და გაძლიერება, საქართველოს ინალკოს პრეზიდენტის კაბინეტის დირექტორი შარიფ ალამ შაუფი ეწვია, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი შეხვდა.შეხვედრა მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდულ მიმართულებაზე პასუხისმგებელ პირებთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაუმჯობესების მიზნით, ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ფორუმის მონაწილეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიმართა და მათ ის პროექტებიც გააცნო, რასაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში გეგმავს. შეხვედრის ბოლოს, მიხეილ ჩხენკელმა მონაწილეთა მიერ დასმულ ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.ალექსანდრე თევზაძე განათლების ფორუმში მონაწილეობს
საქართველოში უმაღლესი განათლების რეფორმის გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვას განათლების პოლიტიკის ფორუმი მიეძღვნა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძემ მიიღო.
ევროპის საბჭოს ახალგაზრდული კომიტეტის რიგით მე-60 შეხვედრა
ბუდაპეშტში ევროპის საბჭოს ახალგაზრდული სადამკვირვებლო კომიტეტის რიგით მე-60 სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია საქართველოს სახელით მონაწილეობს. კომიტეტზე თავის გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის განამტკიცოს და გააღრმავოს საერთაშორისო თანამშრომლობა.
კონფერენცია „ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა კონფერენციაში „ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში“ მიიღო მონაწილეობა და სიტყვით მიმართა ფორუმზე დამსწრე 300-მდე ქალბატონს.უკრაინა საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების ასწლეული
საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების ასი წლის თავს ორდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიეძღვნა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე თევზაძემ მიიღო.
მიხეილ ჩხენკელი DAAD-ს წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ვიცე-პრეზიდენტს, პროფესორ ჯოიბრატო მუხერჯის, გისენის უნივერსიტეტის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელს იულია ფოლცის და DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს გებჰარდ როილს შეხვდა.
ბაკურიანში სამთო-სათხილამურო სპორტული ბანაკი ამოქმედდა
ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში, დაბა ბაკურიანში სამთო-სათხილამურო სპორტული ბანაკი ამოქმედდა. ბანაკი მიზნად ისახავს სამთო-სათხილამურო სპორტის პოპულარიზაციას მოსწავლეებში და მისი ბენეფიციარები არიან საქართველოს სკოლების 11-14 წლის მოსწავლეები. ბანაკი არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით ხორციელდება და მოიცავს სპორტულ, საგანმანათლებლო, შემეცნებით და კულტურულ აქტივობებს.სტრატეგიული დაგეგმვის სახელმძღვანელო პროფესიული კოლეჯების მენეჯერებისთვის
ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მენეჯერებისთვის სტრატეგიული დაგეგმვის სახელმძღვანელო შეიქმნა, რომლის პრეზენტაციაც გაიმართა. სახელმძღვანელო პროფესიული განათლების რეფორმების სტრატეგიის 2017 წლის სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული აქტივობების ფარგლებში შეიქმნა, რომლის მიხედვითაც დაიგეგმა ადმინისტრაციული პერსონალის გადამზადება საპილოტე სასწავლებლებში.
ფეხბურთის ფედერაციამ 1000 სპორტის მასწავლებელი გადაამზადა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და კულტურისა და სპორტის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი პროგრამა - ათასი სკოლა ხორციელდება.საქართველოსა და ბელარუსს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა „საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის განვითარების პროგრამას“. შეთანხმებას ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა და ბელარუსის რესპუბლიკის განათლების მინისტრმა იგორ კორპენკომ მოაწერეს.
საქართველოსა და პორტუგალიის განათლების მინისტრები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და პორტუგალიის განათლების მინისტრმა ტიაგო ბრანდაო როდრიგესმა სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელეს. მინიტრებს შორის ორმხრივ შეხვედრაზე მთავარი აქცენტი პროფესიულ განათლებაზე და ამ მიმართულებით სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობაზე გაკეთდა.
მიხეილ ჩხენკელმა ფინეთის განათლების მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ფინეთის განათლების მინისტრს სანი გრან ლაზონენს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორივე ქვეყნის სასკოლო განათლებაში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებს. მიხეილ ჩხენკელმა სასკოლო განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზე ვრცლად ისაუბრა და ფინელ კოლეგას პროცესში ჩართვა შესთავაზა.პროფესიული კოლეჯები მეწარმეთა ფესტივალზე
დამწყებ მეწარმეთა ფესტივალზე “მეწარმეთა სივრცე - 2018!” პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების ინოვაციური ნამუშევრები გამოიფინა. ფესტივალზე პროფესიული კოლეჯების „მოდუსი“ და „მერმისი“ სტუდენტებმა, ფაბლაბში შექმნილი პროდუქტები წარმოდგინეს.
მიხეილ ჩხენკელი პორტუგალიაში მიმდინარე საგანმანათლებლო მინისტერიალში მონაწილეობს
პორტუგალიის განათლების მინისტრის მიწვევით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მინისტრებთან, პედაგოგთა კავშირების ლიდერებთან და განათლების ექსპერტებთან ერთად, განათლების მინისტერიალში მონაწილეობს.
მიხეილ ჩხენკელი ლაილა გადის შეხვდა
განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობისა და დაგეგმილი პროექტების განხილვის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს ლაილა გადის შეხვდა.21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის ორგანიზებით, კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით „რას ვმატებ ჩემს სამსახურს“, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე პირთა დასაქმების კუთხით არსებულ გამოწვევებს მიეძღვნა.მსჯავრდებულებს პროფესიის დაუფლების შესაძლებლობა აქვთ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლითაც მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისათვის აუცილებელი ერთობლივი პროგრამების განხორციელება გაგრძელდება.ინკლუზიური განათლების საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ინკლუზიური განათლების საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. საკონსულტაციო ჯგუფის მუშაობის მიზანია ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის განხილვა, სისტემაში არსებული გამოწვევების ანალიზი და სამომავლო საქმიანობაზე ერთობლივი შეთანხმება. საკონსულტაციო ჯგუფის წევრები არიან სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.სიახლეები ვერ მოიძებნა.