ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს,   საქართველოს დაუნის სინდრომის  ასოციაციის ორგანიზებით, კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით „რას ვმატებ ჩემს სამსახურს“, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე პირთა დასაქმების კუთხით არსებულ გამოწვევებს მიეძღვნა.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე - 21 მარტი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის  ეგიდით 2010 წელს იქნა ოფიციალურად მიღებული. წელს მეშვიდედ უერთდება საქართველო  მსოფლიო ინიციატივას. წლევანდელი მსოფლიო გზავნილია - „რას ვმატებ საზოგადოებას“.

ინკლუზიური განათლების განვითარება, მათ შორის დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი, ხარისხიანი განათლების სისტემის ფორმირება განათლების და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

ზოგადი განათლების საფეხურზე ინკლუზიური განათლების განვითარებასთან ერთად  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს 2013 წლიდან  საშუალება აქვთ მიიღონ პროფესიული განათლება, რაც გულისხმობს მათ ფიზიკურ და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ სასწავლო გარემოს.

2018 წლის გაზაფხულზე მოხდა პროფესიული განათლების ახალი კანონის ინიცირება საქართველოს პარლამენტში. კანონი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის კიდევ უფრო მოქნილს გახდის განათლების სისტემას.

2013 წელს შემუშავდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერი დასაქმების სისტემა, გადამზადდა სპეციალისტები და განხორციელების მიზნით გადაეცა შრომის, ჯამრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე